ნასმევი იესო სიამოვნებით მათე 7:28; 9:8,33; 13:54; მარ 6:2
სახარება მათესაგან 7:28 — და როცა დაასრულა იესომ სიტყვა, უკვირდა ხალხს მისი მოძღვრება.
სახარება მათესაგან 9:8 — ამის მხილველი ხალხი განცვიფრდა და ადიდებდა ღმერთს, რომელმაც ასეთი ძალა მისცა ადამიანებს.
სახარება მათესაგან 9:33 — და როცა ეშმაკი განდევნილ იქნა, მუნჯმა ენა ამოიდგა; უკვირდა ხალხს და ამბობდა: არ მოსწრებია ისრაელს ამგვარი რამე.
სახარება მათესაგან 13:54 — მივიდა თავის მამულში და ასწავლიდა მათ სინაგოგაში, ისე რომ, უკვირდათ და ამბობდნენ: ვინ მისცა ესოდენი სიბრძნე და ძალა?
სახარება მარკოზისაგან 6:2 — შაბათ დღეს დაიწყო სწავლება სინაგოგაში და მრავალი მსმენელი გაოცებული ამბობდა: ვინ მისცა ყოველივე ეს, ან რა სიბრძნე აქვს ბოძებული, რომ ამნაირი სასწაულებ...