დავითის ნაწილის პირადი დაცვა III მეფ 1:38; II მეფ 8:18; 20:7,23; I ნეშ 18:17
III მეფეთა 1:38 — ჩავიდნენ ცადოკ მღვდელი, ნათან წინასწარმეტყველი, ბენაია იეჰოიადაყის ძე, ქერეთელნი და ფელეთელნი, შესვეს სოლომონ მეფე დავითის ჯორზე და გიხონისკენ წაიყვან...
II მეფეთა 8:18 — ბენაიაჰუ იეჰოიადაყის ძე ქერეთელებს და ფელეთელებს განმგებლობდა; დავითის შვილები სამეფო მრჩევლები იყვნენ.
II მეფეთა 20:7 — გაჰყვა მას იოაბის ხალხი, ქერეთელები და ფელეთელები, უმამაცესი ხალხი, და გავიდნენ იერუსალიმიდან შებაყ ბიქრის ძის დასადევნებლად.
II მეფეთა 20:23 — იოაბი სარდლობდა ისრაელის მთელს ლაშქარს, ხოლო ბენაია იეჰოიადაყის ძე - ქერეთელებსა და ფელეთელებს.
I ნეშტთა 18:17 — ბენიაჰუ იეჰოდაყის ძე ქერეთელებსა და ფერეთელებს გამგებლობდა, ხოლო დავითის ძენი პირველნი იყვნენ მეფის გვერდით.
აბესალომის ამალა II მეფ 15:18
II მეფეთა 15:18 — მხარდამხარ მიჰყვებოდნენ მისი მორჩილნი, ხოლო ქერეთელები, ფელეთელები და გეთელები, ექვსასი კაცი, გეთიდან რომ წამოჰყვა მას, წინ მიუძღოდნენ მეფეს.