პარადოხ
ნეივის თემატიკური ბიბლია · 16 მუხლი
ზოგადი მუხლები იგა 13:7; მათე 10:39; 16:25; მარ 8:35; ლუკა 17:33; იოა 12:25; I კორ 3:18; II კორ 6:4,8-10; 12:4,10,11; ეფე 3:17-19; ფილ 3:7; გამ 21:18,21
- იგავნი სოლომონისა 13:7 — ზოგიერთს თავი მდიდრად მოაქვს, მაგრამ არაფერი აბადია; სხვას ღარიბად მოაქვს თავი, მაგრამ დიდძალი დოვლათი აქვს.
- სახარება მათესაგან 10:39 — ვინც ჰპოვებს თავის სულს, დაჰკარგავს მას; და ვინც ჩემი გულისათვის დაჰკარგავს თავის სულს, მოიპოვებს მას.
- სახარება მათესაგან 16:25 — რადგან ვისაც სურს სულის ხსნა, დაჰკარგავს მას: და ვინც ჩემი გულისთვის დაჰკარგავს სულს, ის ჰპოვებს მას.
- სახარება მარკოზისაგან 8:35 — რადგან ვისაც სურს სულის ხსნა, დაჰკარგავს მას: და ვინც ჩემი და სახარების გულისთვის დაჰკარგავს სულს, ის ჰპოვებს მას.
- სახარება ლუკასაგან 17:33 — რადგან ვინც ეცდება სულის ხსნას, დაღუპავს მას, და ვინც დაღუპავს თავის სულს, აცოცხლებს მას.