ლევიანნი 26:17 — პირს ვიზამ თქვენსკენ და დაუმარცხდებით თქვენს მტრებს, გაგიბატონდებიან მოსისხლენი; გაიქცევით, თუმცა მდევარი არ გეყოლებათ.
მეორე რჯული 32:30 — ერთი როგორ დაედევნება ათასს, ორნი როგორ გაყრიან ათიათასს? თუ მათმა მფარველმა არ გასწირა ისინი, თუ უფალმა არ ჩაუგდო ხელში?
იესო ნავეს ძე 23:10 — ერთი თქვენიანი განდევნის მათ ათასს, რადგან თავად უფალი, თქვენი ღმერთი იბრძვის თქვენთვის, როგორც შეპირებული იყო.
ფსალმუნნი 34:5 — შეიქნენ ვითარცა ჩელხი ქარის წინაშე და უფლის ანგელოზმა უკუაგდოს ისინი.
ღმერთიდან დაბ 35:5; გამ 15:14-16; იუდ 7:22; I მეფ 14:15-20; IV მეფ 7:6,7; II ნეშ 20:22,23
დაბადება 35:5 — და დაიძრნენ. ღვთის შიში იყო გარეშემო ქალაქებზე და არ დაედევნენ იაკობის ძეთ.
გამოსვლა 15:14-16 — გაიგონეს ხალხებმა და შეძრწუნდნენ, აცახცახდნენ ფელაშეთის მკვიდრნი.
მსაჯულნი 7:22 — ვიდრე სამასი კაცი ბუკებს სცემდა, უფალმა ერთმანეთზე აღამართვინა მახვილი მთელ ბანაკს. უკუიქცა ლაშქარი ბეთშიტამდე, ცერარის მხრისკენ, და აბელმექოლის საზღვ...
I მეფეთა 14:15-20 — შიშის ზარმა მოიცვა ბანაკი, ველი და მთელი საყარაულო. თვით მარბიელიც კი შეძრწუნდა. იძრა მიწა და გარდამოვიდა ღვთის ზარი.
IV მეფეთა 7:6 — უფალს ჩაუსმენია არამელთა ბანაკისთვის ეტლებისა და ცხენების ხმაური და დიდძალი ჯარის ყიჟინა. უთქვამთ ერთმანეთისთვის: ჩვენს წინააღმდეგ დაიქირავა ალბათ ისრ...
აპოკრიფი - მე მაკაბელთა 3:6-25, მე მაკაბელთა 7:18, მე მაკაბელთა 8:12
I მაკაბელთა 3:6-25 — მისი შიშით დადგნენ ურჯულოები, გაწბილდა ყოველი ძვირისმოქმედი და კეთილად წარიმართა ხსნა მისი ხელით.
I მაკაბელთა 7:18 — და მოიცვა მათგან შიშმა და ძრწოლამ მთელი ხალხი და თქვეს: არ არის მათში სიმართლე და სამართალი, რადგან გატეხეს პირობა და ფიცი, რომლითაც დაიფიცეს.
I მაკაბელთა 8:12 — დაეპატრონენ მახლობელ და შორეულ სამეფოებს, და ყველას, ვინც მათ სახელს გაიგონებდა, შიში იპყრობდა.
I მაკაბელთა 10:8 — დიდმა შიშმა აიტანა ისინი, როცა მოისმინეს, რომ მეფეს მისთვის ჯარის შეკრების უფლება მიუნიჭებია.
აპოკრიფი - II მაკაბელთა 3:17, II მაკაბელთა 6:30, II მაკაბელთა 9:29
II მაკაბელთა 3:17 — შიშით იყო შეძრული მისი სხეული და ცხადად ხედავდა მაყურებელი მის გულში ჩაბუდებულ ტკივილს.
II მაკაბელთა 6:30 — ელეაზარმა კი, რომელიც შოლტის ცემისგან უკვე სულს ღაფავდა, ხმამაღლა ამოიკვნესა და თქვა: ყოვლისმცოდნე უფალმა იცის, რომ შემეძლო სიკვდილისაგან მეხსნა თავი,...
II მაკაბელთა 9:29 — მისი ცხედარი მისმა თვისმა ფილიპემ წაასვენა სახლში; მერე კი ანტიოქოსის ძის შიშით ეგვიპტეში, პტოლემეოს ფილომეტორთან გადაასვენა.
II მაკაბელთა 12:22 — იუდას პირველი რაზმი რომ გამოჩნდა, შიში ჩამოვარდა მტრებში და თავზარი დასცა მათ ყოვლისმჭვრეტელის ხილვამ; მაშინვე უკუიქცნენ, ვინ სად გარბოდა და ვინ სად, ...
II მაკაბელთა 13:16 — ბოლოს, შიში და აღრეულობა რომ შეიტანეს მტრის ბანაკში, გამარჯვებულნი უკან მობრუნდნენ.
აპოკრიფი - III ეზრა 4:24, III ეზრა 5:1, III ეზრა 8:28
III ეზრა 4:24 — კალიასავით ჩავივლით ამ წუთაასოფელში და შიში და ძრწოლაა ჩვენი ცხოვრება, და აღარც მოწყალების ღირსნი ვართ.
III ეზრა 5:1 — ახლა ნიშანთა თაობაზე: აჰა, მომავალი დღეები, როცა მიწის მკვიდრთ შეიპყრობს დიდი შიში, დაიფარება გზა ჭეშმარიტებისა და რწმენისაგან დაიცლება ქვეყანა.
III ეზრა 8:28 — ნუ ფიქრობ მათზე, ვინც უკუღმართად იქცეოდა შენს თვალწინ, არამედ ისინი გახსოვდეს, ვინც ნებით აღიარეს შენი შიში.
III ეზრა 11:40 — მეოთხემ, რომელიც მოვიდა, გაიმარჯვა ყველა იმ ცხოველზე, რომლებმაც უკვე ჩაიარეს, და დიდ შიშში ჰყავდა წუთისოფელი. მძლავრობდა მთელ ქვეყნიერებაზე; სიცრუით მ...
III ეზრა 12:5 — აჰა, ჯერ კიდევ დაღლილი ვარ სულით და დაუძლურებული, ძალის ნატამალიც აღარ შემომრჩა იმ დიდი შიშის გამო, ამ ღამით რომ განვიცადე.