დაბადება 35:4 — მიუტანეს იაკობს ყველა უცხო ღმერთი, ხელთ რომ ჰქონდათ, და საყურეები, ყურებზე რომ ეკიდათ, და დაფლა ისინი იაკობმა შექემთან მდგარი მუხის ქვეშ.
აბესალომი მის ტოტებში ჩამოკიდებული II მეფ 18:9,14
II მეფეთა 18:9 — შეეჯახა აბესალომი დავითის მორჩილთ, ჯორზე ამხედრებული. როცა ჯორი ტოტებგაბარჯღული დიდი მუხის ქვეშ გადიოდა, წამოედო აბესალომი თმებით მუხას და გამოეკიდა ც...
II მეფეთა 18:14 — უთხრა იოაბმა: ტყუილად დროს ვკარგავ შენთან! ხელთ იპყრა სამი ჰოროლი და შიგ გულში ჩასცა აბესალომს, რომელიც ჯერ კიდევ ცოცხალი ეკიდა მუხაზე.
დებორა დაკრძალული დაბ 35:8
დაბადება 35:8 — მოკვდა დებორა, რებეკას ძიძა, და დამარხეს ბეთელს ქვემოთ, მუხის ქვეშ. უწოდა სახელად ამ ადგილს ალონ-ბაქუთი (მუხა გლოვისა).
მეტაფორული ამო 2:9
ამოსი 2:9 — გავანადგურებ ამორეველს მის წინაშე, კედარივით რომ ამაღლდა და მუხასავით გამაგრდა; გავანადგურებ მაღლა მის ნაყოფს და დაბლა მის ფესვებს.