I ნეშტთა 9:2 — პირველი მკვიდრნი, თავიანთ სამფლობელოებსა და ქალაქებში რომ ცხოვრობდნენ, იყვნენ: ისრაელიანები, მღვდლები, ლევიანები, შეწირულნი და ტაძარში მომსახურენი.
I ეზრა 2:43 — შეწირულნი: ციხაიანები, ხასუფაიანები, ტაბაყოთიანები,
I ეზრა 2:58 — შეწირულნი და სოლომონის მორჩილთა მოდგმა სულ სამას ოთხმოცდათორმეტი.
I ეზრა 2:70 — დასახლდნენ მღვდლები, ლევიანები, მდაბიორნი, მგალობელნი, კარისმცველები და შეწირულნი თავ-თავიანთ ქალაქებში; მთელი ისრაელი თავ-თავის ქალაქში დასახლდა.
I ეზრა 7:7 — წავიდნენ ისრაელიანთაგან, მღვდელთაგან, ლევიანთაგან, მგალობელთაგან, კარისკაცთაგან და შეწირულთაგან იერუსალიმში მეფე ართახშასთას მეშვიდე წელს.