I მეფეთა 19:18 — გაიქცა დავითი და გადაირჩინა თავი. მოვიდა სამუელთან რამათში და ყველაფერს მოუყვა, რაც საულმა გაუკეთა მას. მერე წავიდნენ ის და სამუელი და ნავათში დადგნენ...
I მეფეთა 19:19 — შეატყობინეს საულს: აჰა, ნავათს არის დავითი, რამათში.
I მეფეთა 19:22 — მაშინ თავად გაემართა რამათს და მივიდა ერთ დიდ ჭასთან, სექუსთან რომ არის, და იკითხა, სად არიანო სამუელი და დავითი? მიუგეს: ნავათს არიანო, რამათში.
I მეფეთა 20:1 — გაიქცა დავითი რამათის ნავათიდან, მივიდა და უთხრა იონათანს: რა გავაკეთე, რა დავაშავე, რა შევცოდე მამაშენს, მოსაკლავადრომ დამდევს?