I კორინთელთა მიმართ 10:10 — ნურც დრტვინავთ, როგორც დრტვინავდა ზოგიერთი მათგანი, და შეიმუსრნენ მმუსვრელის მიერ.
ფილიპელთა მიმართ 2:14 — ყველაფერი აღასრულეთ უდრტვინველად და უყოყმანოდ,
ღმერთის - იგა 19:3.
იგავნი სოლომონისა 19:3 — ადამიანს გზას თავისივე სიბრიყვე უმრუდებს, მისი გული კი უფალს ემდურის.
ღმერთის სუვერენიტეტი. — რომ 9:19,20.
რომაელთა მიმართ 9:19 — შენ მეტყვი: მაშინ რაღად გვდებს ბრალს? რადგანაც ვის შეუძლია წინ აღუდგეს მის ნებას?
რომაელთა მიმართ 9:20 — კი მაგრამ, შენ ვინა ხარ, კაცო, რომ ედავები ღმერთს? განა ნახელავი ეტყვის ხელოსანს: რატომ შემქმენი ასეო?
ღმერთის მსახურება. — მალ 3:14.
მალაქია 3:14 — თქვენ ამბობთ: ფუჭია ღვთის მორჩილება, რას გვარგებსო მისი სამსახური და მწუხარედ სიარული ცაბაოთ უფლის წინაშე?
ქრისტე — ლუკა 5:30; 15:2; 19:7; იოა 6:41-43,52.
სახარება ლუკასაგან 5:30 — ხოლო მწიგნობრები და ფარისევლები დრტვინავდნენ და მის მოწაფეებს ეუბნებოდნენ: რატომ ჭამთ და სვამთ მებაჟეებსა და ცოდვილებთან ერთად?
სახარება ლუკასაგან 15:2 — ფარისევლები და მწიგნობრები კი დრტვინავდნენ და ამბობდნენ: ცოდვილებს იწყნარებს და მათთან ჭამსო.
სახარება ლუკასაგან 19:7 — ხოლო ამის მხილველნი დრტვინავდნენ და ამბობდნენ: ცოდვილთან შევიდაო.
სახარება იოანესაგან 6:41-43 — ხოლო იუდევეღესი დრტვინავდნენ მის გამო, რადგანაც თქვა: მე ვარ პური, რომელიც ჩამოველ ზეცით;
სახარება იოანესაგან 6:52 — იუდეველები ერთმანეთს ედავებოდნენ და ამბობდნენ: როგორ შეუძლია საჭმელად მოგვცეს თავისი ხორცი?