პეტრე თავდასხმები გეთსიმანიაში -განკურნებული იესოს მათის მიერ 26:51; მარ 14:47; ლუკა 22:50,51; იოა 18:10
სახარება მათესაგან 26:51 — და აჰა, იესოს ერთმა თანამდგომმა ხელი გაიწოდა, მახვილი იშიშვლა, დაჰკრა მღვდელმთავრის მონას და ყური ჩამოათალა.
სახარება მარკოზისაგან 14:47 — ერთმა იქ მდგომთაგანმა ხმალი იშიშვლა, დაჰკრა მღვდელმთავრის მონას და ყური ჩამოათალა.
სახარება ლუკასაგან 22:50 — ერთმა მათგანმა დაჰკრა ხმალი მღვდელმთავრის მონას და მარჯვენა ყური ჩამოათალა.
სახარება ლუკასაგან 22:51 — ხოლო იესომ თქვა: მოეშვით, კმარა; შეეხო მის ყურს და განკურნა იგი.
სახარება იოანესაგან 18:10 — ხოლო სიმონ-პეტრეს მახვილი ჰქონდა; იშიშვლა, დაჰკრა მღვდელმთავრის მონას და მარჯვენა ყური ჩამოათალა. ხოლო სახელი მონისა იყო მალქოსი.