დაბადება 22:24 — მისმა ხარჭამაც, სახელად რეუმამ, შვა ვაჟები: ტებანი, გახამი, თახაში და მაყაქა.
აბესალომის დედა II მეფ 3:3; I ნეშ 3:2
II მეფეთა 3:3 — მისი მომდევნო - ქილაბი აბიგაილისგან, ქარმელელი ნაბალის ქვრივისგან; მესამე - აბესალომი, მაყაქას შვილი, გეშურის მეფის, თალმაის, ასულისა.
I ნეშტთა 3:2 — მესამე - აბესალომი, გეშურის მეფე თალმაის ასულის, მაყაქას ვაჟი, მეოთხე - ადონია, ხაგითის ვაჟი.
აქიშის მამა I მეფ 27:2; III მეფ 2:39
I მეფეთა 27:2 — ადგა დავითი და ექვსასი კაცითურთ გადავიდა აქიშთან, მაყოქის ძესთან, გეთის მეფესთან.
III მეფეთა 2:39 — გავიდა სამი წელი და გაექცა შიმყის ორი მორჩილი აქიშ მაყაქას ძესთან, გათის მეფესთან. შეატყობინეს შიმყის, გათში არიანო შენი მორჩილნი.
აბიამის დედა და ასას ბებია III მეფ 15:2,10-13; II ნეშ 11:20-23; 13:2; 15:16
III მეფეთა 15:2 — სამ წელიწადს მეფობდა იგი იერუსალიმში; დედამისი იყო მაყაქა, აბესალომის ასული.
III მეფეთა 15:10-13 — და ორმოცდაერთ წელს მეფობდა იერუსალიმში. დედამისი იყო მაყაქა, აბესალომის ასული.
II ნეშტთა 11:20-23 — ამის შემდეგ შეირთო მაყაქა, აბესალომის ასული. უშვა მას: აბია, ყათაი, ზიზა, შელომითი.
II ნეშტთა 13:2 — სამ წელიწადს მეფობდა იერუსალიმში. დედამისი იყო მიქაიაჰუ, აბესალომის ასული, გიბყადან. ომი იყო ამტყდარი აბიასა და იერობოამს შორის.
II ნეშტთა 15:16 — მაყაქას, მეფე ასას დედასაც კი, დედოფლობა ჩამოართვა, რადგან აშერისათვის კერპი ჰქონდა გაკეთებული. აჩეხა ასამ მისი კერპი, ნაფოტებად აქცია და კედბონის ხევ...
5. მაქირის მეუღვე I ნეშ 7:15,16
I ნეშტთა 7:15 — მან ცოლად მოიყვანა ხუფიმი და შუფიმი. მის ერთ დას მაყაქა ერქვა, მეორეს ცელაფხადი. ცელაფხადს ასულები ჰყავდა.
I ნეშტთა 7:16 — მაყაქამ, მაქრის ცოლმა, ვაჟი გააჩინა და ფერეში დაარქვა. მის ძმას შარეში ერქვა, მისი ვაჟები იყვნენ ულამი და რაკამი.