ფსალმუნნი 74:8 — ვინაიდან ღმერთი განსჯის: ერთს დაამდაბლებს და მეორეს აღამაღლებს.
ესაია 25:6 — გაუმართავს ცაბაოთ უფალი ყველა ხალხს ამ მთაზე ნადიმს მსუყე კერძებით, ნადიმს ძველი ღვინით, ძვლის ტვინიანი მსუყე კერძებით, ძველი, დაწმენდილი ღვინით.
იერემია 48:11 — უშფოთველად იყო მოაბი სიყრმიდანვე, თავის დვრიტაზე განისვენებდა. ჭურჭლიდან ჭურჭელში არ გადაღებულა და გადასახლებაში არ წასულა. ამიტომაც შერჩა თავისი გემო...
სოფონია 1:12 — მაშინ იქნება, რომ ლამპარით მოვათვალიერებ იერუსალიმს და მსჯავრს დავდებ საკუთარ საფუარზე გაფუებულთ, გულში რომ ამბობენ: არც კარგს აკეთებს უფალი, არც ცუდს...