გამოსვლა 30:18 — გააკეთე სპილენძის საბანელი და სპილენძის კვარცხლბეკი განსაბანად; დადგი იგი სადღესასწაულო კარავსა და სამსხვერბლოს შორის და წყალი ჩაასხი შიგ.
ბეცალელს მის დასამზადებლად მოცემული სიბრძნე — გამ 31:2,9.
გამოსვლა 38:8 — გააკეთა სპილენძის საბანელი სპილენძისავე კვარცხლბეკითურთ, დედაკაცთა სარკეებისგან, რომლებიც მოჰქონდათ მათ სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან.
იყო დასმული ეზოში სამსხვერპლოს და კარავის შორის — გამ 30:18; 40:7,30.
გამოსვლა 30:18 — გააკეთე სპილენძის საბანელი და სპილენძის კვარცხლბეკი განსაბანად; დადგი იგი სადღესასწაულო კარავსა და სამსხვერბლოს შორის და წყალი ჩაასხი შიგ.
გამოსვლა 40:7 — დადგი საბანელი სადღესასწაულო კარავსა და სამსხვერპლოს შორის და ჩაასხი შიგ წყალი.
გამოსვლა 40:30 — დადგა საბანელი სადღესასწაულო კარავსა და სამსხვერპლოს შორის და ჩაასხა შიგ განსაბანელი წყალი.
იყო ცხებული წმიდათან ზეთი — გამ 40:11; ლევ 8:11.
გამოსვლა 40:11 — სცხე საბანელს და მის კვარცხლბეკს და განათლე იგი.
ლევიანნი 8:11 — ასხურა სამსხვერპლოს შვიდგზის და სცხო სამსხვერპლოს და მთელს ჭურჭელს, საბანელს და მის კვარცხლბეკს მათ განსაწმედად.