გამოსვლა 29:13 — აართვი მთელი ქონი, შიგნეულს რომ აკრავს, ღვიძლის ქონი, ორივე თირკმელი მათი ქონითურთ და სამსხვერპლოზე დაწვი საკმევად.
გამოსვლა 29:22 — აართვი ჭედილას ქონი, დუმა და ქონი შიგნეულს რომ აკრავს, ღვიძლის ბადექონი, ორივე თირკმელი, ქონიანად, მარჯვენა ბეჭი (რადგან ეს არის ხელავსების ჭედილა).
ლევიანნი 4:9 — ორივე თირკმელი და ქონი, რომელიც მათ აკრავს, რომელიც ფერდებზეა; მოაცილოს ქონის ფენა ღვიძლსა და თირკმლებს.
ლევიანნი 4:10 — ისევე როგორც ხარი შეიწირება სამადლობელ მსხვერპლად, ასევე დაწვას ისინი მღვდელმა აღსავლენ სამსხვერპლოზე.
ლევიანნი 7:4 — ორივე თირკმელი და ქონი, რომელიც მათ აკრავს, რომელიც ფერდებზეა; მოაცალოს ქონის ფენა ღვიძლსა და თირკმლებს.