სახარება მათესაგან 27:19 — და როცა სამსჯავრო სავარძელზე იჯდა, ცოლმა კაცის პირით შემოუთვალა: ნურაფერს დაუშავებ მაგ მართალს, ვინაიდან წუხელ სიზმარში ბევრი ვიტანჯე მის გამო.
მოციქულთა საქმენი 18:12 — ხოლო აქაიაში, გალიონის პროკონსულობისას, იუდეველები ერთად დაესხნენ თავს პავლეს და სამსჯავროში მიიყვანეს იგი.
მოციქულთა საქმენი 25:10 — პავლემ მიუგო: კეისრის სამსჯავროს წინაშე ვდგავარ, სწორედ იქ, სადაც უნდა განვისაჯო, იუდეველთათვის კი ცუდი არაფერი მიქნია, როგორც თავად მოგეხსენება.
ქრისტეს რომ 14:10
რომაელთა მიმართ 14:10 — შენ კი რად განიკითხავ შენს ძმას? ან რაღად შეურაცხყოფ მას? რადგანაც ყველანი წარვსდგებით ღვთის მსჯავრის წინაშე.
აპოკრიფი - III ეზრა 7:34, III ეზრა 8:61
III ეზრა 7:34 — დარჩება ერთადერთი სამსჯავრო, დამყარდება ჭეშმარიტება და განმტკიცდება რწმენა.
III ეზრა 8:61 — ამიტომაც ახლოვდება ჩემი სამსჯავრო.
აპოკრიფი - სიბრძნე სოლომონისა 1:8
სიბრძნე სოლომონისა 1:8 — ამიტომაც უსამართლობის მთქმელთაგან ვერავინ დაიმალება და არავის ასცდება მამხილებელი სამსჯავრო.