სახარება მათესაგან 17:11 — ხოლო მან პასუხად თქვა: ელია მართლაც პირველად მოვა და აღადგენს ყოველს;
სახარება მარკოზისაგან 1:2-8 — როგორც დაიწერა ესაია წინასწარმეტყველის მიერ: აჰა, მე ვგზავნი ჩემს ანგელოზს შენს წინაშე, რომელიც განამზადებს შენს გზას.
სახარება ლუკასაგან 1:15-17 — ვინაიდან დიდი იქნება უფლის წინაშე, ღვინოსა და სიკერას არ დალევს, და სულით წმიდით აღივსება დედის საშოშივე.
სახარება ლუკასაგან 1:76-79 — ხოლო შენ, ყრმაო, უზენაესის წინასწარმეტყველად იწოდები, რადგანაც წინ წარუძღვები უფალს, რათა გაამზადო მისი გზა.
სახარება ლუკასაგან 3:4-6 — როგორც დაწერილია ესაია წინასწარმეტყველის სიტყვათა წიგნში: ხმა უდაბნოში მღაღადებლისა: გაამზადეთ გზა უფლისა, გაასწორეთ მისი ბილიკნი.
მისი სამსახური მათე 3:1-3; მარ 1:4; ლუკა 3:2,3; იოა 1:6-8
სახარება მათესაგან 3:1-3 — ხოლო იმ დღეებში მოვიდა იოანე ნათლისმცემელი იუდეის უდაბნოში საქადაგებლად.
სახარება მარკოზისაგან 1:4 — იყო იოანე უდაბნოში, ნათელს სცემდა და ქადაგებდა ნათლის ცემას სინანულისას ცოდვათა მისატევებლად.
სახარება ლუკასაგან 3:2 — ანნასა და კაიაფას მღვდელმთავრობისას გაისმა სიტყვა ღმრთისა იოანეს, ზაქარიას ძის მიმართ, უდაბნოში.
სახარება ლუკასაგან 3:3 — დადიოდა იგი იორდანეს მთელ შემოგარენში და ქადაგებდა ნათლის ღებას სინანულისას ცოდვათა მისატევებლად.
სახარება იოანესაგან 1:6-8 — იყო კაცი, მოვლინებული ღმერთის მიერ, და სახელი მისი იოანე.