1. ქალაქი იუდას ტომის ტერიტორიას სამხრეთი იენ 15:56; I მეფ 25:43; 27:3; 29:1,11
იესო ნავეს ძე 15:56 — იზრეყელი, იოკდეყამი და ზანოახი;
I მეფეთა 25:43 — იზრეყელიდან ახინოყაბი მოიყვანა დავითმა და იყვნენ ეს ორნი მისი ცოლები.
I მეფეთა 27:3 — ცხოვრობდა დავითი აქიშთან გეთში, თვითონ და მისი კაცები თავ-თავისი ოჯახებითურთ, დავითი და მისი ორი ცოლი - ახინოყაბი და ქარმელელი აბიგაილი, ნაბალის ქვრივ...
I მეფეთა 29:1 — ამასობაში ფილისტიმელებმა შეკრიბეს მთელი თავიანთი ლაშქარი აფეკში. ხოლო ისრაელი წყაროსთან იყო დაბანაკებული, იზრეყელში.
I მეფეთა 29:11 — ადგნენ დავითი და მისი კაცები, რათა წასულიყვნენ დილით და გაბრუნებულიყვნენ ფილისტიმელთა ქვეყანაში. ხოლო ფილისტიმელები იზრეყელისკენ ავიდნენ.
2. ისაქარის ტომის ქალაქი იენ 19:18; II მეფ 2:9
იესო ნავეს ძე 19:18 — მათი საზღვარი იყო: იზრეყელი, ქესულოთი და შუნემი,
II მეფეთა 2:9 — და გაამეფა გალაადზე, აშურელებზე, იზრეყელზე, ეფრემზე, ბენიამინზე და სრულიად ისრაელზე.
ახაბის სადგომი III მეფ 18:45,46; 21:1
III მეფეთა 18:45 — ამასობაში ცა მოიღრუბლა, ქარმა დაუბერა და წამოვიდა ხშირი წვიმა. შეჯდა ეტლზე აქაბი და იზრეყელისკენ გაემართა.
III მეფეთა 18:46 — და ჴელი უფლისა იყო ელიასა ზედა და მოიმტკიცნა წელნი თჳსნი და რბიოდა წინა აქაბისასა ვიდრე შესლვადმდე მისა იეზრაელად.
III მეფეთა 21:1 — ამ ამბების მერე იყო: ვენახი ჰქონდა იზრეყელელ ნაბოთს იზრეყელში, სამარიის მეფის, აქაბის სასახლის გვერდით.
ნაბოთის ვენახი III მეფ 21:1
III მეფეთა 21:1 — ამ ამბების მერე იყო: ვენახი ჰქონდა იზრეყელელ ნაბოთს იზრეყელში, სამარიის მეფის, აქაბის სასახლის გვერდით.
იორამის სადგომი IV მეფ 8:29
IV მეფეთა 8:29 — მობრუნდა იორამ მეფე, რომ იზრეყელში ემკურნალა ჭრილობისთვის, არამელებმა რომ მიაყენეს რამოთში, როცა ხაზაელს, არამის მეფეს, ეომებოდა. ჩამოვიდა ახაზია იორა...