ისრაელისთვის პოეტურად გამოყენებული სახელი მრჟ 32:15; 33:5,26; ესა 44:2
მეორე რჯული 32:15 — გასუქდა იეშურუნი და მოჰყვა ტლინკვას. გასუქდი, გათქვირდი, ჩამრგვალდი. დაივიწყა ღმერთი, თავისი შემოქმედი და არად ჩააგდო თავისი გადარჩენის ბურჯი.
მეორე რჯული 33:5 — გაჩნდა მეფე იეშურუნში, როცა შეიკრიბნენ ერის თავკაცნი, ისრაელის შტოები.
მეორე რჯული 33:26 — არ არის ღმერთი იეშურუნის ღმერთის მსგავსი, ცაშია ამხედრებული შენს შემწედ და ღრუბლებში თავისი დიდებით.
ესაია 44:2 — ასე ამბობს უფალი, შენი შემქმნელი და დედის საშოში შენი გამომსახველი, რომელიც შეგეწევა შენ: ნუ გეშინია, ჩემო მორჩილო იაკობ, და იეშურუნ, ჩემო რჩეულო.