1. დავითის მემატიანე II მეფ 8:16; 20:24; III მეფ 4:3; I ნეშ 18:15
II მეფეთა 8:16 — იოაბ ცერუიას ძე, ჯარს სარდლობდა; ხოლო იოშაფატ ახილუდის ძე, მემატიანე იყო.
II მეფეთა 20:24 — ადორამი ხარკის აკრეფას განაგებდა, იოშაფატ ახილუდის ძე მემატიანე იყო,
III მეფეთა 4:3 — ელიხორეფი და ახია, შიშას ძენი - მწერლები; იოშაფატ ახილუდის ძე - მემატიანე;
I ნეშტთა 18:15 — იოაბ ცერუიას ძე ჯარს სარდლობდა; ხოლო იოშაფატ ახილუდის ძე მემატიანე იყო.
2. სოლომონის ერთ-ერთი საკვები მომარაგების ოფიცერი III მეფ 4:17
III მეფეთა 4:17 — იეჰოშაფატ ფარუახის ძე ისაქარის მხარეში;
ასას მემკვიდრე III მეფ 15:24; 22:41; I ნეშ 3:10; II ნეშ 17:1; მათე 1:8
III მეფეთა 15:24 — განისვენა ასამ თავის მამა-პაპასთან და დაიმარხა თავისი მამა-პაპის გვერდით დავითის, მამამისის, ქალაქში. მის ნაცვლად მისი ძე, იოშაფატი გამეფდა.
III მეფეთა 22:41 — იოშაფატ ასას ძე იუდაზე გამეფდა აქაბ ისრაელის მეფის მეოთხე წელს.
I ნეშტთა 3:10 — სოლომონის ძე რობოამი, მისი ძე აბია, მისი ძე ასა, მისი ძე იოშაფატი,
II ნეშტთა 17:1 — მის ნაცვლად მისი ძე, იოშაფატი გამეფდა და ძალა მოიკრიბა ისრაელის წინააღმდეგ.