IV მეფეთა 13:10-25 — იუდას მეფის, იოაშის, ოცდამეჩვიდმეტე წელს გამეფდა იეჰოაშ იეჰოხოაზის ძე ისრაელზე სამარიაში და თექვსმეტი წელი იმეფა.
დამარცხებები ამაცია IV მეფ 13:12; 14:8-15; II ნეშ 25:17-24
IV მეფეთა 13:12 — იოაშის დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გააკეთა, მისი გმირობანი, იუდას მეფეს, ამაციას, რომ ეომებოდა, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
IV მეფეთა 14:8-15 — მაშინ გაუგზავნა ამაციამ მოციქულები იოაშს, იოახაზს იეჰუს ძის ძეს, ისრაელის მეფეს და შეუთვალა: მოდი, მოვსინჯოთ ერთმანეთი.
II ნეშტთა 25:17-24 — ითათბირა ამაციაჰუ იუდას მეფემ და კაცი გაუგზავნა იოაშს, იეჰოახაზ იაჰუს ძის ძეს ისრაელის მეფეს, და შეუთვალა: მოდი, მოვსინჯოთ ერთმანეთი.
მისი სიკვდილი IV მეფ 13:13; 14:16
IV მეფეთა 13:13 — განისვენა იოაშმა თავის მამა-პაპასთან და დაჯდა მის ტახტზე იერობოამი. ხოლო იოაში სამარიაში დაიმარხა ისრაელის მეფეთა გვერდით.
IV მეფეთა 14:16 — განისვენა იეჰოაშმა თავის მამა-პაპასთან და დაიმარხა სამარიაში ისრაელის მეფეთა გვერდით; მის ნაცვლად მისი ძე იერობოამი გამეფდა.