I მეფეთა 22:1 — წავიდა იქიდან დავითი და ყადულამის გამოქვაბულს შეაფარა თავი. გაიგეს ეს ამბავი მისმა ძმებმა და მამამისის მთელმა სახლმა და ჩავიდნენ იქ.
I მეფეთა 22:2 — იკრიბებოდა მასთან ყველა შეჭირვებული, ყველა დავალიანებული, ყველა სულგამწარებული, და უფროსად გაუხდა იგი მათ. ასე შეიკრიბა მასთან ოთხასი კაცი.