დაბადება 38:7-11 — არ მოსდიოდა თვალში უფალს ყერი, იუდას პირმშო, და მოაკვდინა იგი უფალმა.
რიცხვნი 36:6-9 — აი, რა აქვს ნაბრძანები უფალს ცელაფხადის ასულთა საქმეზე: ვინც მოეწონებათ, იმათ მისთხოვდნენ, ოღონდ მამისეული შტოს საგვარეულოებში გათხოვდნენ.
მეორე რჯული 25:5-10 — თუ ძმები ერთად ცხოვრობენ და ერთი მათგანი უშვილოდ მოკვდება, მისი ქვრივი არ უნდა მისთხოვდეს გარეთ უცხო კაცს, არამედ მაზლი უნდა შევიდეს მასთან, ცოლად ითხ...
რუთი 3:1-8 — უთხრა მას ნაყომიმ, მისმა დედამთილმა: შვილო, მყუდრო ადგილი მინდა მოგიძებნო, რომ ბედნიერი იყო.
რუთი 4:7-17 — ასე იქცეოდნენ ძველად ისრაელში სყიდვის, გაცვლის ან რაიმე საქმის დადასტურების დროს: გაიძრობდა ერთი ფეხსამოსს და მეორეს მისცემდა. ეს იყო მოწმობის ნიშანი ...
კლასიფიცირებული წერილები მიმართული დაბ 15:3; 21:9-11; 24:36; 25:5,6; 48:21,22; რიც 27:6-11; მრჟ 21:15-17; III მეფ 21:3; II ნეშ 21:3; იობ 42:15; იგა 17:2; 20:21; ეკლ 2:18,19; იერ 32:6-8; ეზე 46:16-18; ლუკა 15:12,25-31; გალ 3:15; ებრ 9:16,17
დაბადება 15:3 — კვლავ უთხრა აბრამმა: შთამომავლობა არ მოგიცია ჩემთვის, და, აჰა, ჩემს სახლში შობილი ყმა უნდა გამიხდეს მემკვიდრედ.
დაბადება 21:9-11 — დაინახა სარამ, რომ დასცინოდა მის შვილს შვილი ეგვიპტელი აგარისა, რომელმაც უშვა იგი აბრაამს.
დაბადება 24:36 — უშვა ჩემს პატრონს სარამ, მისმა ცოლმა სიბერეში შვილი, რომელსაც მისცა ჩემმა პატრონმა მთელი თავისი საბადებელი.
დაბადება 25:5 — მისცა აბრაამმა ისაკს მთელი თავისი საბადებელი.
დაბადება 25:6 — ხოლო თავის ხარჭების შვილებს აბრაამმა საჩუქრები დაურიგა და თავის სიცოცხლეშივე მოაშორა ისინი ისაკს, თავის ძეს, და გაუშვა აღმოსავლეთისკენ, აღმოსავლეთის მ...
ფსალმუნნი 36:29 — მართალნი დაიმკვიდრებენ ქვეყანას და იარსებებენ მასზე უკუნისამდე.
მოციქულთა საქმენი 20:32 — ახლა კი, ძმანო, ღმერთსა და მისი მადლის სიტყვას მიგანდობთ, რომელსაც შეუძლია აგაშენოთ და მოგცეთ სამკვიდრო ყველა წმიდასთან ერთად.
მოციქულთა საქმენი 26:18 — იმისათვის, რომ თვალი აუხილო მათ, რათა სიბნელიდან - სინათლის, სატანის ხელმწიფებიდან კი ღვთისკენ მოიქცნენ და, ამრიგად, ჩემდამი რწმენით, მიიღონ ცოდვათა მ...
რომაელთა მიმართ 8:16 — სწორედ ეს სული ემოწმება ჩვენს სულს, რომ ღვთის შვილები ვართ.
რომაელთა მიმართ 8:17 — ხოლო თუ შვილები ვართ, მემკვიდრენიცა ვართ, ღვთის მემკვიდრენი და ქრისტეს თანამემკვიდრენი, თუკი მასთან ერთად ვევნებით, რათა მასთან ერთად ვიდიდოთ.
აპოკრიფი - მე მაკაბელთა 15:33
I მაკაბელთა 15:33 — სიმონმა პასუხად მიუგო: არც ქვეყანა წაგვირთმევია უცხოთათვის და არც უცხოებზე გავბატონებულვართ, არამედ ჩვენი მამა-პაპის მემკვიდრეობა გვიჭირავს, რომელიც ე...
აპოკრიფი - III ეზრა 6:59, III ეზრა 8:45
III ეზრა 6:59 — და თუ ჩვენთვის არის შექმნილი ეს წუთისოფელი, რატომ არ ვფლობთ მემკვიდრეობას ამ წუთისოფელთან ერთად? როდემდის იქნება ასე?
III ეზრა 8:45 — ნუ განრისხდები ჩვენზე, არამედ დაინდე შენი ხალხი და შეიწყალე შენი მემკვიდრეობა; რადგან შენი ქმნილებების შემწყალე ხარ.