რუთი 1:17 — სადაც მოკვდები, მეც იქ უნდა მოვკვდე და დავიმარხო. ასე და ასე მიყოს უფალმა და უარესიც, თუ რამემ გაგვყაროს, სიკვდილის მეტმა.
სამუელი I მეფ 3:17
I მეფეთა 3:17 — უთხრა ელიმ: რაზე გელაპარაკა? ნუ დამიმალავ, თორემ შენც იმასვე დაგმართებს ღმერთი და უარესსაც, თუ დამიმალე და არ მიამბე ყველაფერი, რაც გელაპარაკა.
დავითი II მეფ 1:21; 3:28,29
II მეფეთა 1:21 — გილბოაყის მთებო! არ გეღირსოს ცვარი და წვიმა, ნაყოფიერი მინდვრები, რადგან მანდ გაცუდდა ვაჟკაცის ფარი, საულის ფარი, თითქოს არ ყოფილიყო ზეთით ცხებული!
II მეფეთა 3:28 — როცა გაიგო მერე ეს ამბავი დავითმა, თქვა: ბრალი არ გვადევს მე და ჩემს სამეფოს უფლის წინაშე სამარადისოდ აბნერ ნერის ძის სისხლში.
II მეფეთა 3:29 — დაატყდეს იოაბის თავს და მამამისის სახლს! ნუმც გამოლეულა იოაბის სახლში სისხლმდინარი, კეთროვანი, ხელყავარჯნიანი, მახვილით განგმირული, პურს დანატრებული!
შიმეი II მეფ 16:5,13
II მეფეთა 16:5 — ბახურიმს რომ მიუახლოვდა მეფე დავითი, ხედავს, გამოდის იქიდან საულის სახლის მონათესავე კაცი, სახელად შიმყი გერას ძე, მოდის და მოიწყევლება.
II მეფეთა 16:13 — და გაუდგნენ გზას დავითი და მისი კაცები. მთის ფერდობს მიუყვებოდა მის გასწვრივ შიმყი და იწყევლებოდა, ქვებს ისროდა მათკენ და მტვერს აყრიდა.
აპოკრიფი - ბარუქი 1:20
ბარუქი 1:20 — აგვეწება ჩვენ, ისევე როგორც დღეს, უბედურებანი და წყევლა, რომელიც გამოუცხადა უფალმა მოსეს, თავის მორჩილს, იმ დღეს, როცა გამოიყვანა ჩვენი მამა-პაპა ეგვი...