დაბადება 5:24 — დადიოდა ღმერთთან ენოქი და აღარ იყო, რადგან წაიყვანა იგი ღმერთმა.
II მეფეთა 12:23 — ახლა, როცა მკვდარია, რისთვის ვიმარხულო? როგორ შევძლებ მის დაბრუნებას. მე წავალ მასთან, ის კი აღარ დამიბრუნდება.
IV მეფეთა 2:11 — როცა მიდიოდნენ და მისაუბრობდნენ, აჰა, ჩადგა მათ შორის ცეცხლის ეტლი და ცეცხლის ცხენები და განაშორა ორნი ერთმანეთს და ცად ავიდა ელია ქარბორბალათი.
სიბრძნე სოლომონისა 6:19 — და უკვდავება ხომ ღმერთთან გვაახლოებს.
სიბრძნე სოლომონისა 8:13 — მისით მივაღწევდი უკვდავებას და საუკუნო სახსენებელს დავუტოვებდი ჩემს შთამომავლობას;
აპოკრიფი (კონტენტზე დაფუძნებული მეთოდი)
I მაკაბელთა 6:44 — და გასწირა თავი, რათა ეხსნა თავისი ხალხი, ხოლო თავისთვის საუკუნო სახელი მოეხვეჭა.
I მაკაბელთა 13:29 — შეამკო სამკაულებით, შემოავლო დიდი სვეტები და სვეტებზე საჭურვლები ჩამოკიდა საუკუნო სახელისათვის, ხოლო საჭურველთა გვერდით - გამოქანდაკებული ხომალდები, რ...
სიბრძნე ზირაქისა 42:21 — მან განაწესრიგა თავისი სიბრძნის სიდიადენი და არსებობს უკუნითი უკუნისამდე; არცრა შეჰმატებია და არცრა დაჰკლებია და არცრა მრჩეველი მოუთხოვია.