კაცი მის მიხედვით, ღმერთისა შექმნილი დაბ 1:26,27; 5:1; 9:6; იაკ 3:9
დაბადება 1:26 — თქვა ღმერთმა: გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსებად. ეპატრონოს ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, პირუტყვს, მთელს დედამიწას და ყველა ქვემძრომს, რაც კ...
დაბადება 1:27 — შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი.
დაბადება 5:1 — ეს არის ადამის წარმოშობის წიგნი: როცა გააჩინა ღმერთმა ადამი, ღვთის მსგავსად შექმნა იგი;
დაბადება 9:6 — ვინც ადამიანის სისხლს დაღვრის, ადამიანის მიერვე დაიღვრება მისი სისხლი, რადგან ღვთის ხატად შეიქმნა ადამი.
იაკობის ეპისტოლე 3:9 — ენით ვაკურთხებთ ღმერთსა და მამას და ენითვე შევაჩვენებთ ღვთის ხატად შექმნილ კაცთაც.
განახლებული ფსა 17:15; რომ 8:29; II კორ 3:18; ეფე 4:24; კოლ 3:10; I იოა 3:1-3
ფსალმუნნი 16:15 — მე სიმართლით ვიხილავ შენს სახეს, გავძღები გამოღვიძებისას შენი სახების მზერით.
რომაელთა მიმართ 8:29 — რადგან ისინი, ვინც წინასწარ სცნო, წინასწარვე აირჩია თავისი ძის ხატის მსგავსებად, რათა იგი ყოფილიყო პირმშო მრავალ ძმას შორის.
II კორინთელთა მიმართ 3:18 — ჩვენ კი, დაუბურავი სახით რომ ვჭვრეტთ უფლის დიდებას, როგორც სარკეში, იმავე სახედ გარდავისახებით დიდებიდან დიდებაში, როგორც უფლის სულისგან.
ეფესელთა მიმართ 4:24 — და შეგემოსათ ახალი კაცი, ღვთის მსგავსად შექმნილი სამართლიანობითა და ჭეშმარიტების სიწმინდით.
კოლასელთა მიმართ 3:10 — და შეიმოსეთ ახალი, რომელიც განახლდება შემეცნებით მისი შემოქმედის ხატად,
ქრისტე, ღმერთის კოლ 1:15; ებრ 1:3
კოლასელთა მიმართ 1:15 — ვინც არის ხატი უხილავი ღვთისა, ყველა ქმნილებაზე უწინარესი,
ებრაელთა მიმართ 1:3 — რომელიც არის ბრწყინვალება დიდებისა და მისი არსების აღნაბეჭდი, თავისი ძალმოსილების სიტყვით ყოვლის მტვირთველი და, ცოდვებისგან ჩვენი განწმედის შემდეგ, ზე...
ეჭვიანობა ეზე 8:3,5
ეზეკიელი 8:3 — გამოიწოდა რაღაც ხელისმაგვარი, ქეჩოში ჩამავლო და ამწია სულმა ცასა და მიწას შორის, და მიმიყვანა ღვთიურ ხილვებში, იერუსალიმს, შიდა კარიბჭის შესასვლელთან,...
ეზეკიელი 8:5 — მითხრა: ადამის ძევ! მიმართე მზერა ჩრდილოეთის გზას. მივმართე მზერა ჩრდილოეთის გზას და, აჰა, სამსხვერპლოს კარიბჭის ჩრდილოეთით ეს შურის ხატი იყო, შესასვლ...
აპოკრიფი - III ეზრა 5:37, III ეზრა 8:6-44, III ეზრა 10:49
III ეზრა 5:37 — გამიღე დაკეტილი საცავები და გამომიყვანე მათში ჩამწყვდეული ქარები, მაჩვენე ხმის ხატი და მეც გიჩვენებ ტანჯვას, რომლის ხილვასაც ითხოვ.
III ეზრა 8:6-44 — მიეცი, უფალო, ნება შენს მორჩილთ, რომ ილოცონ შენ წინაშე, ჩაგვიდევი გულში თესლი და გაგვიღივე რომ გამოიღოს ნაყოფი, რომლის წყალობითაც უნდა იცოცხლოს ყოველმ...
III ეზრა 10:49 — აჰა, მისი ხატი იხილე შენ, ძეს რომ ტიროდა და შენ ნუგეშისცემა დაუწყე მას. ეს ყველაფერი, რაც შეემთხვა მას, გამჟღავნებული უნდა ყოფილიყო შენთვის.