I ნეშტთა 2:9 — ხეცრონის ძენი, მას რომ შეეძინნენ: იერახმეელი, რამი და ქელუბაი.
I ნეშტთა 2:18 — ქალებს, ხეცრონის ძეს, ყაზუბასაგან, თავისი ცოლისგან, და იერიყოთისაგან შვილები შეეძინნენ. აჰა, მისი ძენი: იეშერი, შობაბი და არდონი.
2. რუბენის ძე დაბ 46:9; გამ 6:14; I ნეშ 4:1; 5:3
დაბადება 46:9 — რეუბენის ძენი: ხანოქი, ფალუ, ხეცრონი და ქარმი.
გამოსვლა 6:14 — ესენი არიან თავ-თავიანთ მამისსახლთა უფროსები: რეუბენის ძენი, ისრაელის პირმშოსი: ხანოქი, ფალუ, ხეცრონი და მარმი. ესენია რეუბენის საგვარეულოები.
I ნეშტთა 4:1 — იუდას ძენი: ფერეცი, ხეცრონი, ქარმი, ნური და შობალი.
I ნეშტთა 5:3 — რეუბენის, ისრაელის პირმშოს ძენი: ხანოქი, ფალლუ, ხეცრონი და ქარმი.