დაბადება 5:3 — ადამმა ას ოცდაათი წელი იცოცხლა და შეეძინა თავისი მსგავსი და თავისი ხატი, და უწოდა სახელად შეთი.
გამოსვლა 20:5 — არ სცე თაყვანი მათ, არც ემსახურო, რადგან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, შურისმგებელი ღმერთი, რომელიც მამათა ცოდვას შვილებს მოვკითხავ, ჩემს მოძულეებს, მე...
გამოსვლა 20:6 — ათასწილ სიკეთის მზღველი ჩემს მოყვარულთათვის და ჩემი მცნებების დამმარხველთათვის.
გამოსვლა 34:7 — შემნახავო სიყვარულისა ათასთა მიმართ, დანაშაულთა, ცოდვათა და ბრალთა მიმტევებელო და შურისმგებელო, მამათა ცოდვის მომკითხავო შვილთაგან და შვილთაშვილთაგან ...
რიცხვნი 14:18 — სულგრძელია უფალი და დიდმადლიანი, დანაშაულისა და ცოდვის მიმტევებელი, შურისმგებელი, მამათა ცოდვის მომკითხავი შვილებისგან მესამე და მეოთხე თაობაში.
აპოკრიფი - მე მაკაბელთა 15:33
I მაკაბელთა 15:33 — სიმონმა პასუხად მიუგო: არც ქვეყანა წაგვირთმევია უცხოთათვის და არც უცხოებზე გავბატონებულვართ, არამედ ჩვენი მამა-პაპის მემკვიდრეობა გვიჭირავს, რომელიც ე...
აპოკრიფი - III ეზრა 6:59, III ეზრა 8:45
III ეზრა 6:59 — და თუ ჩვენთვის არის შექმნილი ეს წუთისოფელი, რატომ არ ვფლობთ მემკვიდრეობას ამ წუთისოფელთან ერთად? როდემდის იქნება ასე?
III ეზრა 8:45 — ნუ განრისხდები ჩვენზე, არამედ დაინდე შენი ხალხი და შეიწყალე შენი მემკვიდრეობა; რადგან შენი ქმნილებების შემწყალე ხარ.
სიბრძნე ზირაქისა 9:6 — ნუ მისცემ მეძავებს შენს სულს, რათა არ დაღუპო შენი მემკვიდრეობა.
სიბრძნე ზირაქისა 33:24 — შენი სიცოცხლის უკანასკნელ დღეს და აღსასრულის ჟამს გაანაწილე მემკვიდრეობა.
სიბრძნე ზირაქისა 41:6 — ცოდვილთა შვილების მემკვიდრეობა განადგურდება და მათი შთამომავლობა სამუდამოდ სირცხვილში იქნება.
სიბრძნე ზირაქისა 44:11 — მათი თესლისგან დარჩა სასიკეთო მემკვიდრეობა - მათი ნაშიერნი.
სიბრძნე ზირაქისა 45:20-25 — შეჰმატა აარონს დიდება და მისცა მას მემკვიდრეობა; უწილადა მას პირველმოწეული ნაყოფები; პირველ ყოვლისა კი მოუმზადა პური საძღომად,