დაბადება 1:29 — თქვა ღმერთმა: აჰა, მომიცია თქვენთვის ყოველი ბალახი, თესლის მთესველი, რაც კი დედამიწის ზურგზეა, და ყოველი ნაყოფიერი ხე, თესლის მთესველი. ეს იყოს თქვენი...
დაბადება 1:30 — მიწის ყველა მხეცს, ცის ყველა ფრინველს, ყველა ქვემძრომს, რასაც კი სიცოცხლის სული უდგას, მწვანე ბალახი ჰქონდეს საჭმელად. და იქმნა ასე.
იგავნი სოლომონისა 15:17 — უკეთესია მწვანილეული საზრდო და სიყვარული ვიდრე ნასუქი ხარი და სიძულვილი.
აპოკრიფი - III ეზრა 12:51
III ეზრა 12:51 — მე კი ვივგექი ველზე შვიდი დღე, როგორც ანგელოზმა მიბრძანა, და მხოლოდ მინდვრის მცენარეებით ვიკვებებოდი. ბალახი იყო ჩემი საზრდო იმ დღეებში.
აპოკრიფი - IV მაკაბელთა 1:28
IV მაკაბელთა 1:28 — როგორც სიამოვნება და ტკივილი სხეულიდან და სულიდან აღმოცენებული მცენარეებია, ასევე ამ მცენარეებს თავისი შტოები აქვს,
აპოკრიფი - სიბრძნე სოლომონისა 10:7
სიბრძნე სოლომონისა 10:7 — რომელთაგან ბოროტების მოწმედ აკვამლებული ტრამალიღა დარჩა და უჟამოდ ნაყოფის გამომღები მცენარეები, და ურწმუნო სულის სახსოვრად აღმართული მარილის სვეტი.