I ნეშტთა 25:25 — მეცხრამეტე - მალოთის, მისი ძენი და ძმანი - თორმეტნი.
2. წინასწარმეტყველი, რომელმაც ასა, იუდას მეფე გამხილა II ნეშ 16:7
II ნეშტთა 16:7 — იმ დროს მივიდა მეფე ასასთან მისანი ხანანი და უთხრა: არამის მეფეს რომ მიენდე და არ მიენდე უფალს, შენს ღმერთს, ამის გამო გადაურჩა არამის ჯარი შენ ხელს.
3. იეჰუს მამა წინასწარმეტყველი III მეფ 16:1,7; II ნეშ 19:2; 20:34
III მეფეთა 16:1 — გამოეცხადა უფლის სიტყვა იეჰუ ხანანის ძეს ბაყაშას წინააღმდეგ:
III მეფეთა 16:7 — წინასწარმეტყველ იეჰუ ხანანის ძის პირით გამოცხადდა უფლის სიტყვა ბაყაშას გამო და მისი სახლის გამო, და ყოველი ბოროტების გამო, რასაც უფლის თვალში სჩადიოდა...
II ნეშტთა 19:2 — გამოეგება მისანი იეჰუ ხანანის ძე და უთხრა მეფე იოშაფატს: განა შეგშვენოდა უღვთო კაცისთვის დახმარების გაწევა და უფლის მოძულის სიყვარული? ამის გამო უფლის...
II ნეშტთა 20:34 — იოშაფატის დანარჩენი საქმენი, პირველნი და უკანასკნელნი, ჩაწერილია იეჰუ ხანანის ძის მატიანეში, რომელიც შეტანილია ისრაელის მეფეთა წიგნში.
4. მღვდელი ეზრ 10:20
I ეზრა 10:20 — იმერიანთაგან: ხანანი და ზებადია.
5. ნეემიას ძმა და იერუსალიმის კარიბჭეების დამცველი ნეე 1:2; 7:2
ნეემია 1:2 — ხანანი, ერთ-ერთი ჩემ მოძმეთაგანი, და სხვა რამდენიმე კაცი მოვიდა იუდადან. გამოვკითხე დარჩენილ იუდაელებზე, ტყვეობას რომ გადაურჩნენ, და იერუსალიმზე.
ნეემია 7:2 — ვუბრძანე ხანანის, ჩემ ძმას, და ხანანიას, იერუსალიმის ციხისთავს, რომელიც მართალი და სხვებზე მეტად ღვთისმოშიში კაცი იყო.