III მეფეთა 6:7 — როცა სახლი შენდებოდა, ზოდებად მოჭრილი ქვით შენდებოდა; არც ჩაქუჩის, არც კვერის და არცერთი რკინის იარაღის ხმა არ გაღებულა სახლში მისი შენებისას.
ესაია 41:7 — მოქანდაკე ამხნევებს ჩამომსხმელს, უროთი მბეგველი - გვერდზე მცემელს; ეტყვის ნაწიბურზე, კარგიაო, და ამაგრებს ლურსმნებით, რომ არ ირყეოდეს.
იერემია 10:4 — ვერცხლითა და ოქროთი დაფერილი, და ლურსმანჩაქუჩით დამაგრებული, რომ არ ირყეოდეს.
მეტაფორული იერ 23:29; 50:23
იერემია 23:29 — განა ცეცხლივით არ არის ჩემი სიტყვა? ამბობს უფალი. უროსავით, კლდეს რომ ანგრევს?
იერემია 50:23 — როგორ გადატყდა და დაილეწა მთელი ქვეენის ურო! როგორ გაიქცა შესაზარად ბაბილონი ხალხთა შორის!