მეორე რჯული 13:6-9 — თუ იდუმალ წაგაქეზებს შენი ძმა, დედაშენის შვილი, ან შენი ვაჟი, ან ასული, ან შენს გვერდით მწოლი ცოლი, ან მეგობარი, რომელიც საკუთართ სულივითა გყავს და გე...
იობი 6:14 — გაწამებულს მეგობრისგან აქვს წყალობა, თუნდაც დაივიწყოს ყოვლადძლიერის შიში.
იობი 6:15 — ჩემი მოძმენი მუხანათობენ ხევებივით, ხევების ღვარივით მიედინებიან.
იობი 16:2 — ბევრი მსმენია ამისთანები; ფუჭი ნუგეშისმცემლები ხართ ყველანი.
იობი 16:20 — ჩემო დამცველნო, ჩემო მეგობრებო! ღვთის მიმართ იღვრება ჩემი ცრემლი,
აბრაამი და ლოტი დაბ 14:14-16
დაბადება 14:14-16 — როდესაც შეიტყო აბრამმა, რომ მისი სახლიკაცი ლოტი დაეტევევებინათ, აღჭურვა თავის სახლში დაბადებული სამას თვრამეტი გამოცდილი კაცი და სდია დანამდე.
რუთი და ნაომი რუთ 1:16,17
რუთი 1:16 — თქვა რუთმა: ნუ მაიძულებ დაგტოვო და წავიდე შენგან, რადგან სადაც შენ მიდიხარ, მეც იქ უნდა წამოვიდე; სადაც შენ დაგიღამდება, მეც იქ უნდა დამიღამდეს. შენი ...
რუთი 1:17 — სადაც მოკვდები, მეც იქ უნდა მოვკვდე და დავიმარხო. ასე და ასე მიყოს უფალმა და უარესიც, თუ რამემ გაგვყაროს, სიკვდილის მეტმა.
სამუელი და საული I მეფ 15:35; 16:1
I მეფეთა 15:35 — აღარ უნახავს სამუელს საული სიკვდილის დღემდე, მაგრამ სწუხდა სამუელი საულზე. ინანა უფალმა საული რომ გაამეფა ისრაელში.
I მეფეთა 16:1 — უთხრა უფალმა სამუელს: როდემდის უნდა სწუხდე საულის გამო? ხომ განვაყენე იგი ისრაელზე მეფობისგან? აავსე შენი რქა ზეთით და წადი. ბეთლემელ იესესთან გგზავნი...
დავითი და იონათანი I მეფ 18:1-4; 20; 23:16-18; II მეფ 1:17-27; 9:1-13
I მეფეთა 18:1-4 — მოათავა საულთან ლაპარაკი და შეეკრა იონათანის სული დავითის სულს; და შეიყვარა იგი იონათანმა როგორც საკუთარი თავი.
I მეფეთა 23:16-18 — ადგა იონათანი, საულის ძე, და მივიდა დავითთან ხორშაში, და გაამხნევა ღვთის სახელით.
II მეფეთა 1:17-27 — ამ გოდებით გოდებდა დავითი საულსა და მის ვაჟს, იონათანს.
II მეფეთა 9:1-13 — თქვა დავითმა: ხომ არ დარჩენილა ვინმე საულის სახლიდან, რომ წყალობა ვუყო იონათანის გულისთვის?