ფსალმუნნი 35:9 — დაპურდებიან შენი სახლის ცხიმით და შენთა სიტკბოთა ხევიდან შეასვამ მათ.
იერემია 2:13 — რადგან ორი დანაშაული ჩაიდინა ჩემმა ერმა: მიმატოვეს მე, ცოცხალი წყაროსთვალი და ამოკვეთეს თავისთვის ჭები, დანგრეული ჭები, წყალს რომ ვერ იკავებენ.
ცხონება სახარებას იოვ 3:18; ზაქ 13:1; გამ 7:17
იოველი 3:18 — იმ დღეს გადმოჩქეფს მთებიდან შანარი და რძე გადმოიღვრება; წყალი იდინებს იუდას ყოველ ხევში, წყარო გამოვა უფლის სახლიდან და აავსებს შიტიმის ხევს.
ზაქარია 13:1 — იმ დღეს იქნება, რომ გაიღება წყარო დავითის სახლისთვის და იერუსალიმის მცხოვრებთათვის ცოდვისა და უწმიდურების წარსახოცად.
იოანეს გამოცხადება 7:17 — რადგანაც კრავი, რომელიც ტახტის შუაშია, დამწყემსავს და სიცოცხლის წყლის წყაროსაკენ წარუძღვება მათ, და ღმერთი მათ თვალებზე სათითაოდ შეაშრობს ცრემლს.
მღვრეული ნაკადული და გაბინძურებული წყარო, ხასიათის დამდაბლებისა იგა 25:26
იგავნი სოლომონისა 25:26 — რაღა ამღვრეული ნაკადული და გაბინძურებული წყარო და რაღა ბოროტეულის წინაშე წაფორხილებული მართალი.
აპოკრიფი - III ეზრა 2:19, III ეზრა 4:7, III ეზრა 14:47
III ეზრა 2:19 — და ამდენივე წყარო თაფლისა და რძისა, და შვიდი უზარმაზარი მთა, მოფენილი ვარდითა და შროშანით, რომლებითაც გავახარებ შენს შვილებს.
III ეზრა 4:7 — მან მითხრა: რომ მეკითხა რამდენი სამკვიდრებელია ზღვის გულში, ან რამდენი წყარო ქვესკნელის სათავეში, ან რამდენი წყაროა ცამყარს ზემოთ, ან რომელია სამოთხის...
III ეზრა 14:47 — ამაშია შემეცნების ძარღვი, სიბრძნის წყარო და ცოდნის მდინარე. ასეც მოვიქეცი.
აპოკრიფი - IV მაკაბელთა 3:14
IV მაკაბელთა 3:14 — აღმოაჩინეს წყარო და მისი წყალი გაბედულად მიუტანეს მეფეს დასალევად.