დაბადება 49:12 — თვალები მისი - ღვინის უწითლესი, კბილები მისი - რძის უთეთრესი.
იგავნი სოლომონისა 27:27 — უხვად გექნება თხის რძე შენს საზრდოდ, შენი სახლის საზრდოდ და შენი მხევლების სარჩენად.
კარაქი მრჟ 32:14; II მეფ 17:29
მეორე რჯული 32:14 — ძროხის ნაღებს და ცხვრის რძეს, აჭმევდა ნასუქალ ბატკნებს, ბაშანურ ვერძებს და ვაცებს, ნოყიერ პურს. და ღვინოს სვამდი, ყურძნის სისხლს.
II მეფეთა 17:29 — თაფლი და ერბო, ცხვარი და ხბორები, მიართვეს დავითსა და მის ხალხს საჭმელად, რადგან ფიქრობდნენ, მშიერ-მწყურვალი და დაქანცულნი მოვიდოდნენო უდაბნოდან.
ყველი I მეფ 17:18; იობ 10:10
I მეფეთა 17:18 — ხოლო ეს ათი თავი ყველი ათასისთავს წაუღე; მოიკითხე ძმები და მოიტანე მათი ამბავი.
იობი 10:10 — განა რძესავით არ გადმომღვარე და ყველივით არ შემადედე?
პური დაბ 18:5; I მეფ 17:17
დაბადება 18:5 — პურს გამოგიტანთ, დანაყრდით, მერე კი წადით თქვენს გზაზე, რაკიღა თქვენი მორჩილის კარზე გამოიარეთ. მათ უთხრეს: გააკეთე, რასაც ამბობ.
I მეფეთა 17:17 — უთხრა იესემ დავითს, თავის ვაჟიშვილს: აიღე ეს ერთი ეფა ქუმელი, ეს ათი პური და სასწრაფოდ წაუღე შენს ძმებს ბანაკში.
გამშრალი (შემწვარი) მარცვალი (მარცვალი) რუთ 2:14; I მეფ 17:17
რუთი 2:14 — უთხრა მას ბოყაზმა: პურის ჭამისას მოდი და აქ ჭამე პური, ლუკმა ჩააწე ღვინოში. დაჯდა ქალი მომკელთა გვერდით. დაუყარეს ქუმელი, მანაც ჭამა გაძღომამდე და კიდ...
I მეფეთა 17:17 — უთხრა იესემ დავითს, თავის ვაჟიშვილს: აიღე ეს ერთი ეფა ქუმელი, ეს ათი პური და სასწრაფოდ წაუღე შენს ძმებს ბანაკში.