ზოგადი მუხლები დაბ 3:12,13; გამ 4:1,10-14; 32:22-24; მრჟ 30:11-14; იუდ 6:12-17; III მეფ 19:19-21; IV მეფ 5:10-14; იერ 1:1,4-10; მათე 8:21; ლუკა 9:59-62; 14:18-20; საქ 24:25; რომ 1:20; 2:1
დაბადება 3:12 — უთხრა ადამმა: შენ რომ დედაკაცი მომიყვანე, მან მომცა იმ ხის ნაყოფი და მეც შევჭამე.
დაბადება 3:13 — უთხრა უფალმა ღმერთმა დედაკაცს: ეს რა ჩაიდინე? თქვა დედაკაცმა: გველმა შემაცდინა და მეც შევჭამე.
გამოსვლა 4:1 — მიუგო მოსემ და უთხრა: არ დამიჯერებენ, არ შეისმენენ ჩემს სიტყვას. რომ მითხრან, არ გამოგცხადებიაო უფალი?
გამოსვლა 4:10-14 — უთხრა მოსემ უფალს: გევედრები, უფალო! მჭევრმეტყველი კაცი არ ვყოფილვარ არც გუშინ, არც გუშინწინ და არც მას მერე, რაც ლაპარაკი დამიწყე შენს მორჩილს. ბაგემ...
გამოსვლა 32:22-24 — უთხრა აარონმა: რისხვით ნუ აინთება ჩემი ბატონი. შენც იცი, რომ ბოროტებისკენ არის მიდრეკილი ეს ხალხი.