ესაია 57:15 — რადგან ასე ამბობს მაღალი და აღზევებული, მარადმსუფევი და წმიდასახელიანი: მე ვსუფევ მაღალში და სიწმიდეში, მაგრამ მე ვარ ტანჯულთანაც და სულით გლახაკთან, ...
მიქა 5:2 — ამიტომ მიუშვებს მათ იმ დრომდე, ვიდრე არ შობს ის, რომელმაც უნდა შობოს; დანარჩენი ძმებიც დაბრუნდებიან ისრაელიანებთან. მ
ღმერთი წესები იერ 10:10
იერემია 10:10 — უფალი კი ჭეშმარიტი ღმერთია, ის არის ცოცხალი ღმერთი და მარადიული მეფე. მისი რისხვისაგან ირყევა მიწა, ვერ უძლებენ მის წყრომას ხალხები.
არაკლასიფიცირებული წერილები მიმართული ფსა 30:12; 41:13; 72:17; 90:2; 110:4; 119:142; მათე 6:13; 18:8; II კორ 9:9; იუდ 1:6
ფსალმუნნი 29:12 — შენ ჩემი წუხილი ცეკვად მიქციე, ძაძა გამხადე და სიხარულით შემმოსე.
ფსალმუნნი 40:13 — და მე ჩემი უბიწოებისათვის შემეწევი და შენს წინაშე დამაყენებ სამარადისოდ.
ფსალმუნნი 71:17 — მისი სახელი იქნება უკუნისამდე, ვიდრე მზე არსებობს, იბრწყინებს მისი სახელი, და იკურთხებიან მის მიერ, ყოველი ხალხი შენატრებს მას.
ფსალმუნნი 89:2 — ვიდრე მთები დაიბადებოდნენ და შექმნიდი დედამიწასა და სამყაროს, და უკუნითი უკუნისამდე შენა ხარ ღმერთი.
ფსალმუნნი 109:4 — დაიფიცა უფალმა და არ მოინანიებს: შენ ხარ მღვდელი უკუნისამდე მელქიცედეკის წესით.