გამოსვლა 32:4 — გამოართვა აარონმა, საჭრეთელით გამოსახა სახე და ჩამოასხა ხბო. თქვეს: ესენი არიან, ისრაელო, შენი ღმერთები, რომლებმაც ეგვიპტიდან გამოგიყვანეს.
გამოსვლა 28:9-11 — აიღე ონიქსის ორი თვალი და ზედ ისრაელიანთა სახელები ამოკვეთე.
გამოსვლა 28:21 — ისრაელიანთა სახელების მიხედვით უნდა იყოს თვლები; თორმეტი თვალი მათი სახელების მიხედვით. თითოეულზე ამოტვიფრული უნდა იყოს თითო შტოს სახელი თორმეტიდან.
გამოსვლა 28:36 — გააკეთე ხალასი ოქროს ჯიღა და ამოტვიფრე მასზე ბეჭდის ტვიფარით: სიწმიდე უფლისათვის.
გამოსვლა 39:8-14 — გააკეთა სამკერდული ამოქარგული, ისევე როგორც ეფოდი, ოქროსგან, ლურჯი, ძოწეული და ჭიაფერი მატყლის ქსოვილისგან და გრეხილი სელისგან.
მღვდელშის ქამარი გამ 39:6
გამოსვლა 39:6 — დაამუშავეს ოქროს ბუდეებში ჩასასმელი ონიქსის თვლები, რომლებზედაც ამოტვიფრული იყო ისრაელიანთა სახელები.
მღვდელშის გვირგვინი გამ 39:30
გამოსვლა 39:30 — გააკეთა ჯიღა - სიწმიდის გვირგვინი - ხალასი ოქროსაგან და ამოტვიფრა მასზე წარწერა, როგორც ბეჭედზე: უფლის სიწმიდე.