დაბადება 18:7 — მერე საქონლისკენ გაიქცა აბრაამი, გამოიყვანა ჩვილი და საღი ხბო და მსახურ ბიჭს მისცა, მანაც სასწრაფოდ დაკლა იგი და გაამზადა.
დაბადება 18:8 — გამოიტანა ერბო და რძე, გამზადებული ხბოს ხორცი და წინ დაუწყო; ისინი ჭამდნენ, თავად კი ხის ძირას იდგა შორიახლო.
დაბადება 27:4 — მომიმზადე შეჭამადი, მე რომ მიყვარს, მომიტანე და მაჭამე, რომ გაკურთხოს სულმა ჩემმა, სანამ მოვკვდებოდე.
ეგვიპტეში — გამ 16:3; რიც 11:5.
გამოსვლა 16:3 — უთხრეს ისრაელიანებმა: ნეტავ უფლის ხელით გავმწყდარიყავით ეგვიპტის ქვეყანაში, როცა ხორცით სავსე ქვაბებს ვუსხედით და გაძღომამდე ვჭამდით პურს! მოგვიყვანე ...
რიცხვნი 11:5 — გვაგონდება თევზი, მუქთად რომ ვჭამდით ეგვიპტეში, კიტრები, ნესვები, პრასა, ხახვი და ნიორი.
უდაბნოში — გამ 16:4-12.
გამოსვლა 16:4-12 — უთხრა უფალმა მოსეს: აჰა, პურს გაწვიმებთ ციდან, გამოვიდეს ხალხი და ყოველდღე აკრიფოს დღიური სამყოფი. უნდა გამოვცადო, მისდევს თუ არა ჩემს რჯულს.
ღარიბისა, ზომიერი — რუთ 2:14; იგა 15:17.
რუთი 2:14 — უთხრა მას ბოყაზმა: პურის ჭამისას მოდი და აქ ჭამე პური, ლუკმა ჩააწე ღვინოში. დაჯდა ქალი მომკელთა გვერდით. დაუყარეს ქუმელი, მანაც ჭამა გაძღომამდე და კიდ...
იგავნი სოლომონისა 15:17 — უკეთესია მწვანილეული საზრდო და სიყვარული ვიდრე ნასუქი ხარი და სიძულვილი.