დაბადება 30:6 — მაშინ თქვა რახელმა: განმსაჯა ღმერთმა და კიდევ შეისმინა ჩემი, და მომცა ვაჟი. ამიტომ უწოდა მას სახელად დანი.
დაბადება 35:25 — ბილჰას ძენი, რახელის მხევლისა: დანი და ნაფთალი.
მისი შთამომავლობა დაბ 46:23; რიც 26:42,43
დაბადება 46:23 — დანის ძე: ხუშიმი.
რიცხვნი 26:42 — ესენი არიან დანიანები მათი საგვარეულოების მიხედვით: შუხამისგან შუხამელთა საგვარეულო; ესენია დანის საგვარეულოები მათ საგვარეულოთა მიხედვით.
რიცხვნი 26:43 — შუხამელთა მთელი საგვარეულო, რიცხვით ექვსასოთხი ათას ოთხასი.
იაკობის კურთხეული დაბ 49:16,17
დაბადება 49:16 — დანი - მსაჯული - თავისი ხალხის, ვითარცა ერთი შტო ისრაელის.
დაბადება 49:17 — გველი იქნება დანი გზაზე, უნასი - ბილიკზე; დამგესლავი ცხენის ქუსლისა; გადაექანება უკან მხედარი.
2. ტომი აღწერა რიც 1:39; 26:42,43
რიცხვნი 1:39 — დანის შტოში აღირიცხა სამოცდაორი ათას შვიდასი.
რიცხვნი 26:42 — ესენი არიან დანიანები მათი საგვარეულოების მიხედვით: შუხამისგან შუხამელთა საგვარეულო; ესენია დანის საგვარეულოები მათ საგვარეულოთა მიხედვით.
რიცხვნი 26:43 — შუხამელთა მთელი საგვარეულო, რიცხვით ექვსასოთხი ათას ოთხასი.
მისი მემკვიდრეობა, იესო ნავეს გამოყოფის მიხედვით იენ 19:40-47
იესო ნავეს ძე 19:40-47 — დანიანების შტოს მათი საგვარეულოების მიხედვით შეხვდა მეშვიდე წილი.