დაბადება 14:15 — გაიყვნენ ღამით ის და მისი მორჩილნი, დაამარცხეს და სდიეს ხობამდე, დამასკოს მარცხნივ რომ არის.
დაბადება 15:2 — უთხრა აბრამმა: უფალო ღმერთო, რა უნდა მიბოძო? უშვილოდ გადავდივარ, ჩემი სახლის მოურავი დამასკოელი ელეაზარია.
სირიას დედაქალაქი III მეფ 20:34; ესა 7:8; იერ 49:23-29; ეზე 47:16,17
III მეფეთა 20:34 — უთხრა: დაგიბრუნებ იმ ქალაქებს, მამაშენს რომ წაართვა მამაჩემმა; იქონიე ქუჩები დამასკოში, როგორც მამაჩემს ჰქონდა სამარიაში. მე კი, თქვა აქაბმა, ხელშეკრუ...
ესაია 7:8 — რადგან არამის თავი დამასკოა და დამასკოს თავი - რეცინი. კიდევ სამოცდახუთი წელი და მოსწყდება ერს ეფრემი.
იერემია 49:23-29 — დამასკოზე გაწბილდნენ ხამათი და არფადი, რადგან ცუდი ამბები მოუვიდათ. შეშფოთდნენ; ზღვაზე ღელვაა და ვერ ისვენებენ.
ეზეკიელი 47:16 — ხამათამდე, ბეროთამდე, სიბრაიმამდე, დამასკოს საზღვარსა და ხამათის საზღვარს შორის რომ არის მოქცეული, და შუა ხაცერამდე, ხავრანის საზღვართან რომ მდებარეობ...
ეზეკიელი 47:17 — გავა საზღვარი ზღვიდან ხაცარ-ყენონამდე, დამასკოს და ცაფონის საზღვართან, ჩრდილოეთით, და ხამათის საზღვართან. ეს არის ჩრდილოეთის მხარე.
დავითის ხარკის ქვეშ დადგმული II მეფ 8:5,6
II მეფეთა 8:5 — მოვიდნენ დამასკოს არამელები ცობას მეფის ჰადარყეზერის დასახმარებლად და მუსრი გაავლო დავითმა არამელთაგან ოცდაორი ათას კაცს.
II მეფეთა 8:6 — დაადგინა დავითმა ხელისუფალნი დამასკოს არამში და შეიქნენ არამელები დავითის მორჩილნი და მოხარკენი. ყველგან, სადაც კი მიდიოდა, უფალი ეწეოდა დავითს.
რეზონის მიერ ალყაშემორტყმული III მეფ 11:23,24
III მეფეთა 11:23 — კიდევ გაუჩინა მას ღმერთმა მტერი, რეზონი, ელიადაყის ძე, რომელიც გაექცა ჰადადყეზერს, ცობის მეფეს, თავის პატრონს,
III მეფეთა 11:24 — შემოიკრიბა ხალხი და შეიქნა ურდოს მეთაური. ჟლეტდა მათ დავითი და გაიქცნენ ისინი დამასკოში, დასახლდნენ იქ და დაეპატრონენ დამასკოს.
იერობოამის მიერ აღდგენილი IV მეფ 14:28
IV მეფეთა 14:28 — იერობოამის დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გააკეთა, მისი გმირობანი, რომ იბრძოდა და ისრაელს დაუბრუნა იუდას კუთვნილი დამასკო და ხამათი, ისრაელის მეფეთ...