ძვირფასი ქვა იობ 28:17; ეზე 1:22; გამ 4:6; 21:11; 22:1
იობი 28:17 — ვერ გაუსწორდება მას ოქრო და ბროლი; წმიდა ოქროს ჭურჭელი მისი საღირალი არ არის;
ეზეკიელი 1:22 — ცხოველთა თავებს ზემოთ თითქოს ბროლის ცა იყო, გასაოცებელი, მათ თავებს ზემოთ გადაჭიმული, მაღალზე.
იოანეს გამოცხადება 4:6 — ტახტის წინ თითქოს მინის ზღვა იყო, მსგავსი ბროლისა, ტახტის შუა და ტახტის ირგვლივ კი - ოთხი ცხოველი, წინიდანაც და უკნიდანაც თვლებით სავსენი.
იოანეს გამოცხადება 21:11 — და ჰქონდა დიდება ღვთისა, ხოლო მისი მნათობი პატიოსან თვალსა ჰგავდა, ბროლივით გამჭვირვალე იასპის ქვას.
იოანეს გამოცხადება 22:1 — და მიჩვენა სიცოცხლის წყლის მდინარე, კამკამა, როგორც ბროლი, რომელიც მოედინებოდა ღვთისა და კრავის ტახტიდან.