იესო ჯვარცმული მათე 27:32; მარ 15:21; ლუკა 23:26; საქ 2:23,36; 4:10; I კორ 1:23; 2:2,8; ეფე 2:16; ფილ 2:8; კოლ 1:20; 2:14; ებრ 12:2
სახარება მათესაგან 27:32 — გზაში შემოხვდათ ერთი კირენელი კაცი, სახელად სიმონი; და აიძულეს წამოეღო იესოს ჯვარი.
სახარება მარკოზისაგან 15:21 — და აიძულეს მინდვრიდან მომავალი ერთი კირენელი კაცი, სახელად სიმონი, ალექსანდრესა და რუფუსის მამა, ეტვირთა იესოს ჯვარი.
სახარება ლუკასაგან 23:26 — ის რომ მიჰყავდათ, შეიპყრეს ვინმე სიმონ კირენელი, მინდვრიდან მომავალი, და აჰკიდეს მას ჯვარი, რათა წამოეღო იესოს კვალდაკვალ.
მოციქულთა საქმენი 2:23 — ღვთის წინასწარ განსაზღვრული ზრახვითა და წინასწარცოდნით გაცემული, შეიპყარით, უსჯულოთა ხელით მიალურსმეთ ჯვარს და მოკალით.
მოციქულთა საქმენი 2:36 — მაშ, მტკიცედ იცოდეს ისრაელის მთელმა სახლმა, რომ ღმერთმა უფლად და ქრისტედ შექმნა ეს იესო, რომელიც თქვენ ჯვარს აცვით.
სიმონი მათე 27:32; მარ 15:21; ლუკა 23:26
სახარება მათესაგან 27:32 — გზაში შემოხვდათ ერთი კირენელი კაცი, სახელად სიმონი; და აიძულეს წამოეღო იესოს ჯვარი.
სახარება მარკოზისაგან 15:21 — და აიძულეს მინდვრიდან მომავალი ერთი კირენელი კაცი, სახელად სიმონი, ალექსანდრესა და რუფუსის მამა, ეტვირთა იესოს ჯვარი.
სახარება ლუკასაგან 23:26 — ის რომ მიჰყავდათ, შეიპყრეს ვინმე სიმონ კირენელი, მინდვრიდან მომავალი, და აჰკიდეს მას ჯვარი, რათა წამოეღო იესოს კვალდაკვალ.
იესო იოა 19:17
სახარება იოანესაგან 19:17 — თან მიჰქონდა თავისი ჯვარი, და მივიდა იმ ადგილას, რომელსაც ჰქვია თხემისა, ხოლო ებრაულად - გოლგოთა,
მეტაფორული მათე 10:38; 16:24; მარ 8:34; 10:21; ლუკა 9:23; 14:27; I კორ 1:17,18; გალ 5:11; 6:14; ფილ 3:18
სახარება მათესაგან 10:38 — ვინც არ აიღებს თავის ჯვარს და არ გამომყვება, არ არის ჩემი ღირსი.
სახარება მათესაგან 16:24 — მაშინ უთხრა იესომ თავის მოწაფეებს: ვისაც სურს მე მომდიოს, განუდგეს თავის თავს, აიღოს თავისი ჯვარი, და გამომყვეს მე.
სახარება მარკოზისაგან 8:34 — მოუხმო ხალხს თავის მოწაფეებთან ერთად და უთხრა მათ: ვისაც სურს მე მომდიოს, განუდგეს თავის თავს, აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს მე.
სახარება მარკოზისაგან 10:21 — იესომ შეხედა, მოეწონა და უთხრა: ერთიღა გაკლია: წადი, გაყიდე ყველაფერი, რაც გაბადია, მიეცი გლახაკთ და გექნება საუნჯე ცაში; მერე მოდი და გამომყევ მე.
სახარება ლუკასაგან 9:23 — და მიმართა ყველას: ვისაც სურს მომსდიოს, განუდგეს თავის თავს, აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს მე.