ფსალმუნნი 118:33 — მიჩვენე, უფალო, გზა შენთა წესთა და დავიცავ ბოლომდე.
მეგობრობაში იგა 27:10
იგავნი სოლომონისა 27:10 — შენს მეგობარს და მამაშენის მეგობარს ნუ მიატოვებ და შენი უბედურების დღეს ძმის სახლში ნუ მიხვალ; ახლო მეზობელი შორს მყოფ ძმას გერჩიოს.
ტანჯვას მათე 5:12; ებრ 12:5; I პეტ 4:12-16
სახარება მათესაგან 5:12 — გიხაროდეთ და ილხენდეთ, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ცაში, რადგან ასევე სდევნიდნენ წინასწარმეტყველთაც, რომელნიც თქვენზე უწინარეს იყვნენ.
ებრაელთა მიმართ 12:5 — და დაივიწყეთ შეგონების სიტყვა, თქვენდამი, როგორც შვილებისადმი, მომართული: „შვილო ჩემო, ნუ უგულებელყოფ წვრთნას უფლისას და ნურც სულით დაეცემი, როცა გამხ...
I პეტრესი 4:12-16 — საყვარელნო, ნუ იუცხოვებთ თქვენს გამოსაცდელად მოვლენილ ცეცხლოვან განსაცდელს, თითქოს რაღაც უჩვეულო რამ დაგმართოდეთ.
ლოცვაში ლუკა 18:1; რომ 12:12; ეფე 6:18; კოლ 4:2; I თეს 5:17
სახარება ლუკასაგან 18:1 — უთხრა მათ ერთი იგავიც იმისათვის, რომ ყოველთვის უნდა ლოცულობდნენ და არასოდეს მობეზრდეთ ლოცვა:
რომაელთა მიმართ 12:12 — გიხაროდეთ სასოებით; მომთმენნი იყავით ჭირში, ხოლო ლოცვისას - მოუღლელნი.
ეფესელთა მიმართ 6:18 — ყოველგვარი ლოცვა-ვედრებით დღენიადაგ ილოცეთ სულით, ეცადეთ მუდამ ფხიზლად იყოთ და გულმხურვალედ ლოცულობდეთ ყველა წმიდისთვის,
კოლასელთა მიმართ 4:2 — გულმოდგინედ ილოცეთ და იფხიზლეთ მასში მადლიერებით.
I თესალონიკელთა მიმართ 5:17 — გამუდმებით ილოცეთ.
სიკეთეში გალ 6:9
გალატელთა მიმართ 6:9 — სიკეთის ქმნა ნუ მოგვბეზრდება, რადგანაც თავის დროზე მოვიმკით, თუ არ მოვიქანცეთ.