ებრაელთა მიმართ 5:2 — მას შეუძლია შეიწყნაროს უმეცარნი და შეცთომილნი, ვინაიდან თვითონაც გარშემორტყმულია უმწეობით.
ებრაელთა მიმართ 5:7 — რომელმაც მისი ხორციელად ყოფნის დღეებში ხმამაღალი ღაღადისითა და ცრემლების ფრქვევით შესწირა ლოცვა-ვედრება მას, ვისაც შეეძლო სიკვდილისაგან ეხსნა იგი, და ...
დაღლილნი და მძიმედ დატვირთულნი — მათე 11:28-30.
სახარება მათესაგან 11:28-30 — მოდით ჩემთან ყოველი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე მოგიფონებთ თქვენ.
რწმენაში სუსტნი — ესა 40:11; 42:3; მათე 12:20.
ესაია 40:11 — როგორც მწყემსი, დამწყესავს ის თავის ფარას, თავისი მკლავით მოუყრის თავს კრავებს და თავისი უბით წაიყვანს, და დედაცხვარს წინ გაუძღვება.
ესაია 42:3 — გადატეხილ ლერწამს არ დაულეწავს და მბჟუტავ პატრუქს არ ჩაუქრობს, სამართალს სიმართლით გააჩენს.
სახარება მათესაგან 12:20 — მოტეხილ ლერწამს არ გადატეხს და მბჟუტავ პატრუქს არ დაშრეტს, ვიდრე არ მოუპოვებს ძლევას სამართალს.
გამოცდილი — ებრ 2:18.
ებრაელთა მიმართ 2:18 — ვინაიდან, როგორც თვითონ ევნო და გამოიცადა, ასევე განსაცდეღში მყოფთა შეწევნაც ძალუძს.
განსაცდელშის - ლუკა 7:13; იოა 11:33,35.
სახარება ლუკასაგან 7:13 — ქალი რომ დაინახა, უფალს შეებრალა იგი და უთხრა: ნუ სტირი.
სახარება იოანესაგან 11:33 — როცა იესომ დაინახა, როგორ ტიროდა იგი, და ტიროდნენ მასთან ერთად მოსული იუდეველებიც, შეიძრა სულით და შემკრთალმა თქვა: