რუთი 1:2 — კაცს ერქვა ელიმელექი, მის ცოლს ნაყომი; ვაჟებს მახლონი და ქილიონი. ეფრათელნი იყვნენ, იუდას ბეთლემიდან. მივიდნენ მოაბის ველზე და იყვნენ იქ.
რუთი 1:4 — მოიყვანეს ვაჟებმა ცოლად მოაბელი ქალები. ერთის სახელი იყო ყორფა, მეორისა - რუთი. და ცხოვრობდნენ იქ ათიოდე წელი.
რუთი 1:5 — დაიხოცნენ ეს ორნიც - მახლონი და ქილიონი, და დარჩა დედაკაცი უშვილოდ. და უქმროდ.
რუთი 4:9 — უთხრა ბოყაზმა უხუცესებს და მთელს ხალხს: დღეს თქვენ მოწმენი ხართ, რომ მე ვყიდულობ ნაყომისგან ელიმელექის მთელს საბადებელს, და ქილიონისა და მახლონის მთელ...