დაბადება 46:29 — აღკაზმა იოსებმა თავისი ეტლი და დაიძრა თავისი მამის, ისრაელის, შესახვედრად გოშენისკენ. იხილა იგი, ყელზე მოეჭდო და დიდხანს ტიროდა მის ყელზე გადაჭდობილი.
ომში გამოყენებული ეტლები — III მეფ 20:25.
III მეფეთა 20:25 — შეჰყარე იმდენივე ჯარი, რამდენიც დაგეღუპა, იმდენივე ცხენი, რამდენიც გყავდა, და იმდენივე ეტლი, რამდენიც გქონდა. დაბლობზე შევებრძოლოთ მათ და უსათუოდ დავა...
ბორბლები, აღწერილი — III მეფ 7:33.
III მეფეთა 7:33 — ბორბლები ეტლის ბორბლებივით იყო გაკეთებელი; ღერძები, სალტეები, მანები და მორგვები სულ ჩამოსხმული სპილენძისა იყო.
შებოჭილი კვალთან — მიქ 1:13.
მიქა 1:13 — შეაბი ეტლში რაშები, ლაქიშელო (ის არის ცოდვის დასაბამი სიონის ასულისთვის!), რადგან შენ გამოგაჩნდა ისრაელის შეცოდებანი!
ცხენების - IV მეფ 10:2; ქებ 1:9.
IV მეფეთა 10:2 — როცა მოგივათ ეს წერილი, ხომ თქვენთან იქნებიან თქვენი ბატონიშვილები, თქვენს ხელთ იქნება ეტლები და ცხენები, ციხე-ქალაქი და საჭურველი.