ქანაანიდან ჩამოსული თერთმეტი ხალხი დაბ 10:15-19; მრჟ 7:1; I ნეშ 1:13-16
დაბადება 10:15-19 — ქანაანმა შვა სიდონი, თავისი პირმშო, და ხეთი,
მეორე რჯული 7:1 — როცა მიგიყვანს უფალი, შენი ღმერთი, იმ ქვეყანაში, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხართ და მოგაშორებს მრავალრიცხოვან ხალხებს - ხეთელებს, გირგაშელებს, ამორე...
I ნეშტთა 1:13-16 — ქანაანმა შვა ციდონი, თავისი პირმშო, და ხეთი.
დაბადება 10:19 — ქანაანელთა საზღვარი იდო სიდონიდან გერარის მიმართულებით ღაზამდე; სოდომ-გომორის, ადმას და ციბოიმის მიმართულებით ლაშაყამდე.
დაბადება 12:6 — გადაჭრა აბრამმა მთელი ის ქვეყანა შექემამდე, მამრეს მუხამდე; ქანაანელნი მკვიდრობდნენ იმხანად ქვეყანაში.
დაბადება 15:18 — ამ დღეს დაუდო უფალმა აღთქმა აბრამს და უთხრა: შენი შთამომავლობისთვის მიმიცია ეს ქვეყანა ეგვიპტის მდინარიდან დიდ მდინარემდე - ევფრატის მდინარემდე -
გამოსვლა 23:31 — დაგიდებ საზღვარს მეწამული ზღვიდან ფილისტიმელთა ზღვამდე, უდაბნოდან მდინარემდე, როდესაც ხელში ჩაგაგდებინებ ქვეყნის მკვიდრთ და მოიშორებ მათ.
რიცხვნი 13:29 — ყამალეკი ქვეყნის სამხრეთში ცხოვრობს; ხეთელები, იებუსეველები და ამორეველები მთებში ცხოვრობენ; ქანაანელები კი - ზღვისპირეთში და იორდანეზე.
დაბადება 12:6 — გადაჭრა აბრამმა მთელი ის ქვეყანა შექემამდე, მამრეს მუხამდე; ქანაანელნი მკვიდრობდნენ იმხანად ქვეყანაში.
დაბადება 12:7 — გამოეცხადა უფალი აბრამს. და უთხრა: შენი მოდგმისთვის მიმიცია ეს ქვეყანა. იქ აუგო სამსხვერპლო უფალს, რიამელიც გამოეცხადა მას.
დაბადება 15:18 — ამ დღეს დაუდო უფალმა აღთქმა აბრამს და უთხრა: შენი შთამომავლობისთვის მიმიცია ეს ქვეყანა ეგვიპტის მდინარიდან დიდ მდინარემდე - ევფრატის მდინარემდე -
დაბადება 17:8 — მოგცემ შენ და შენს შთამომავლობას შენი მდგმურობის ქვეყანას, ქანაანის მთელს ქვეყანას, სამარადისო საკუთრებად და თქვენი ღმერთი ვიქნები.
გამოსვლა 23:23 — როდესაც წაგიძღვება ანგელოზი და მიგიყვანს ამორეველებთან, ხეთელებთან, ფერიზელებთან, ქანაანელებთან, ხივიელებთან, იებუსეველებთან და მე მოვსპობ მათ,
ბოროტება დაბ 13:13; ლევ 18:25,27,28; 20:23
დაბადება 13:13 — ბოროტნი იყვნენ სოდომელნი და დიდად სცოდავდნენ უფალს.
ლევიანნი 18:25 — გაუწმიდურდა მიწა და მე დავხედე მათ უკეთურებებს და ამოანთხია მიწამ თავისი მკვიდრნი.
ლევიანნი 18:27 — რადგან ყველა ამ სისაძაგლეს სჩადის იმ ქვეყნის ხალხი, რომელიც თქვენს წინაშეა; და გააუწმიდურეს მიწა.
ლევიანნი 18:28 — რომ არ ამოგანთხიოთ მიწამ, როცა გააუწმიდურებთ მას, როგორც ამოანთხია ის ხალხები, რომლებიც თქვენამდე იყვნენ.
ლევიანნი 20:23 — ნუ მოიქცევით იმ ხალხთა წესებზე, რომლებიც უნდა ავყარო თქვენგან, რადგან ყველაფერს ამას ისინი სჩადიოდნენ, და მე განვურისხდი მათ.
მიწიდან განდევნილი იყოს გამ 33:2; 34:11
გამოსვლა 33:2 — ანგელოზს წაგიმძღვარებთ წინ და ავყრი ქანაანელებს, ამორეველებს, ხეთეელებს, ფერიზელებს, ხივიელებს და იებუსელებს.
გამოსვლა 34:11 — დაიხსომე, რასაც ახლა გიბრძანებ. აჰა, ავყრი თქვენგან ამორეველებს, ქანაანელებს, ხეთელებს, ფერიზელებს, ხივიელებს და იებუსეველებს.