ფარები დაბ 12:16; 24:35; 30:43; I მეფ 30:17; I ნეშ 27:30; იობ 1:3,17; ესა 60:6
დაბადება 12:16 — ხოლო აბრამს კარგად მოეპყრნენ მისი გულისთვის, ჰყავდა აბრამს ცხვარ-ძროხა, სახედრები, ყმები და ყმაქალები და ჯორ-აქლემები.
დაბადება 24:35 — დიდად აკურთხა უფალმა ჩემი პატრონი და განდიდდა იგი, მისცა მას ცხვარ-ძროხა, ოქრო-ვერცხლი, ყმები და მხევლები, აქლემები და სახედრები;
დაბადება 30:43 — გამდიდრდა მეტისმეტად კაცი, შეეძინა დიდძალი ფარა, ყმაქალები და ყმები, აქლემები და სახედრები.
I მეფეთა 30:17 — მუსრავდა მათ დავითი დილის ბინდიდან მეორე დღის საღამომდე; არვინ გადარჩენილა ოთხასი ჭაბუკის გარდა, რომელნიც მოახტნენ აქლემებს და გაიქცნენ.
დაბადება 24:11 — ჩაამუხლა აქლემები ქალაქის გარეთ ჭასთან საღამოხანს, წყლის მზიდავი ქალების გამოსვლის ხანს.
მხედრობისთვის დაბ 24:10,61,64; 31:17
დაბადება 24:10 — გამოიყვანა მორჩილმა ათი აქლემი თავისი პატრონის ჯოგიდან და გაუდგა გზას; მის ხელში იყო მისი პატრონის მთელი ქონება. ადგა და წავიდა შუამდინარეთში, ნახორის...
დაბადება 24:61 — ადგნენ რებეკა და მისი მხევლები და შესხდნენ აქლემებზე, და გაჰყვნენ იმ კაცს. წაიყვანა მორჩილმა რებეკა და წავიდა.
დაბადება 24:64 — გაიხედა რებეკამ, დაინახა ისაკი და ჩამოვიდა აქლემიდან.
დაბადება 31:17 — ადგა იაკობი და შესხა თავისი შვილები და ცოლები აქლემებზე.
ბოძები ესთ 8:10,14; იერ 2:23
ესთერი 8:10 — დაწერა მეფე ახაშვეროშის სახელით, დაბეჭდა სამეფო ბეჭდით და დააგზავნა წერილები ცხენოსანი შიკრიკების, სახელმწიფო ცხენსაშენში ნაშობ რაშებზე ამხედრებულთა ხ...
ესთერი 8:14 — სახელმწიფო რაშებზე ამხედრებულმა შიკრიკებმა სწრაფად მიმოატარეს მეფის ბრძანება. კანონი კი შუშანში, სატახტოში, გამოცხადდა.
იერემია 2:23 — როგორ ამბობ: არ წამიბილწავს თავი, ბაალებს არ ავკიდებივარო? გაიხსენე შენი საქციელი ველზე, დაფიქრდი, რა გააკეთე, გარეულო დედალო აქლემო, აქეთ-იქით რომ და...