ზოგადი მუხლები დაბ 18:8; მრჟ 32:14; იუდ 5:25; II მეფ 17:29; იობ 20:17; ესა 7:15,22
დაბადება 18:8 — გამოიტანა ერბო და რძე, გამზადებული ხბოს ხორცი და წინ დაუწყო; ისინი ჭამდნენ, თავად კი ხის ძირას იდგა შორიახლო.
მეორე რჯული 32:14 — ძროხის ნაღებს და ცხვრის რძეს, აჭმევდა ნასუქალ ბატკნებს, ბაშანურ ვერძებს და ვაცებს, ნოყიერ პურს. და ღვინოს სვამდი, ყურძნის სისხლს.
მსაჯულნი 5:25 — წყალი მოსთხოვა და რძე მიართვა, სეფეთასით მიართვა მოუხდელი რძე.
II მეფეთა 17:29 — თაფლი და ერბო, ცხვარი და ხბორები, მიართვეს დავითსა და მის ხალხს საჭმელად, რადგან ფიქრობდნენ, მშიერ-მწყურვალი და დაქანცულნი მოვიდოდნენო უდაბნოდან.
იობი 20:17 — ვერ იხილოს მან თაფლისა და რძის ნაკადულები, მდინარეები და ნიაღვრები!