ფსალმუნნი 31:9 — ნუ იქნებით, ვითარცა ცხენი, ვითარცა ჯორი უგუნური; ლაგამი და აღვირია მისი მოსართავი შესაკავებლად, რომ შენ არ მოგიახლოვდეს.
იგავნი სოლომონისა 26:3 — მათრახი ცხენისთვის არის, ლაგამი - ვირისთვის, ჯოხი კი - ბრიყვთა ზურგისთვის.
იოანეს გამოცხადება 14:20 — დაიწურა საწნახელი ქალაქგარეთ და წარმოსდინდა სისხლი საწნახელს, აღვირამდე რომ სწვდებოდა ცხენებს, ათას ექვსასი უტევანის მანძილზე.
მეტაფორული IV მეფ 19:28; ფსა 39:1; იაკ 1:26
IV მეფეთა 19:28 — იმის გამო, რომ გამიდიდგულდი და მოსწვდა ჩემს ყურებს შენი ამპარტავნება, ნესტოებში რგოლს გაგიყრი და პირში ლაგამს ამოგდებ, იმავე გზით დაგაბრუნებ, რომლითაც...
ფსალმუნნი 38:1 — გუნდის ლოტბარს, იედუთუნს, დავითის ფსალმუნი.
იაკობის ეპისტოლე 1:26 — თუ რომელიმე თქვენგანს ღვთისმოსავი ჰგონია თავი, მაგრამ ლაგამს კი არ ამოსდებს ენას, არამედ აცდუნებს თავის გულს, ფუჭია მისი ღვთისმოსაობა.