გამოსვლა 23:8 — ქრთამს ნუ აიღებ, რადგან ქრთამი აბრმავებს თვალხილულს და ასხვაფერებს მართალთა საქმეებს.
მეორე რჯული 16:18 — დასხი მსაჯულები და რჯულისკაცები შენი შტოებიდან ყოველ ქალაქში, რომელსაც მოგცემს უფალი, შენი ღმერთი, რათა მისცენ ხალხს მართალი სამართალი.
მეორე რჯული 16:19 — სამართალს ნუ გაამრუდებ, მიკერძოებული ნუ იქნები და ქრთამს ნუ აიღებ, რადგან ქრთამი თვალს უბრმავებს ბრძენკაცებს და ასხვაფერებს მართალთა სიტყვებს.
მეორე რჯული 27:25 — წყეულიმც იყოს ქრთამის ამღები კაცის მოსაკლავად, უბრალო სისხლის დასაღვრელად! იტყვის მთელი ერი: ამინ!
I მეფეთა 8:1 — როცა მოხუცდა სამუელი, ისრაელის მსაჯულებად თავისი შვილები დაადგინა.
დალილა იუდ 16:5
მსაჯულნი 16:5 — მივიდნენ მასთან ფილისტიმელთა მთავრები და უთხრეს: შეუჩნდი და გამოსტყუე, საიდან აქვს ეს დიდი ძალა, რა უნდა ვიღონოთ მის შესაკრავად და დასამორჩილებლად. სა...
ცრუ წინასწარმეტყველი, შემაია ნეე 6:10-13
ნეემია 6:10-13 — შემაყიას, დელაია მეჰეტაბელის ძის ვაჟის სახლში შევედი, ჩაკეტილი დამიხვდა; მითხრა: ერთად წავიდეთ ღვთის სახლში, შუაგულ ტაძარში და ჩავკეტოთ ტაძრის კარი, რ...
ბენ-ჰადადი III მეფ 15:19
III მეფეთა 15:19 — იყოს კავშირი ჩვენს შორის, როგორც ჩვენს მამებს შორის იყო; აჰა, გიგზავნი ძღვნად ოქრო-ვერცხლს. გაწყვიტე კავშირი ბაყაშასთან, ისრაელის მეფესთან, და ჩამომეხ...