იგავნი სოლომონისა 11:28 — თავისი სიმდიდრის მოიმედე დაეცემა, მართალნი კი ფოთლებივით გაიშლებიან.
ოსია 14:6 — ვიქნები ცვარი ისრაელისთვის; აყვავდება როგორც შროშანი და ლიბანივით გაიდგამს ფესვებს.
ესაია 60:21 — შენი ერი ერთიანად მართალი იქნება და საუკუნოდ დაიმკვიდრებს ქვეყანას ჩემი დარგული მორჩი, ჩემ ხელთა ქმნილება, რათა იდიდოს.
სახარება იოანესაგან 15:2-5 — ჩემს ყველა ლერწს, რომელსაც არ გამოაქვს ნაყოფი, მოჭრის, და ყველას, რომელსაც გამოაქვს ნაყოფი, გაწმენდს, რათა მეტი მოისხას.
წვერახოცვა ესა 18:5; დან 4:14; იოა 15:6; რომ 11:17,21
ესაია 18:5 — რადგან რთველის წინ, როცა გადასული იქნება ყვავილობა და ნაყოფი დამწიფებული, დანით აკაფავს ლერწმებს და ყლორტებს მოაშორებს ვაზს.
დანიელი 4:14 — ეს მღვიძარეთა განგებით არის დადგენილი და წმიდათა ბრძანებით არის ეს დაწესებული, რათა ცოცხლებმა იცოდნენ, რომ უზენაესი ხელმწიფებს კაცთა სამეფოზე; ვისაც უ...
სახარება იოანესაგან 15:6 — ვინც არ დარჩება ჩემში, ლერწამივით გადაიგდება და გახმება; შემდეგ კი აგროვებენ, ცეცხლში ყრიან და იწვის.
რომაელთა მიმართ 11:17 — ხოლო თუ ზოგიერთი რტო მოტყდა და შენ, ველური ზეთისხილი, მათ ადგილას დაემყენ, ასე რომ, ზეთისხილის ფესვისა და წვენის თანაზიარი გახდი,
რომაელთა მიმართ 11:21 — რადგან თუ ღმერთმა ბუნებრივი რტოები არ დაინდო, არც შენ დაგინდობს.
უნაყოფო, მოჭრილი მოშორებით იოა 15:2,6
სახარება იოანესაგან 15:2 — ჩემს ყველა ლერწს, რომელსაც არ გამოაქვს ნაყოფი, მოჭრის, და ყველას, რომელსაც გამოაქვს ნაყოფი, გაწმენდს, რათა მეტი მოისხას.
სახარება იოანესაგან 15:6 — ვინც არ დარჩება ჩემში, ლერწამივით გადაიგდება და გახმება; შემდეგ კი აგროვებენ, ცეცხლში ყრიან და იწვის.
ქრისტეს წოდება ფსა 80:15; ესა 4:2; 11:1; იერ 23:5; 33:15; ზაქ 3:8; 6:12
ფსალმუნნი 79:15 — ღმერთო ძალთაო! მობრუნდი, გადმოგვხედე ციდან და იხილე, და მოხედე ამ ვაზს.
ესაია 4:2 — იმ დღეს იქცევა უფლის მორჩი მშვენებად და პატივად, და მიწის ნაყოფი ღირსებად და დიდებად ისრაელის ნატამალისთვის.
ესაია 11:1 — ამოვა ყლორტი იესეს ღეროდან და მისი ფესვის ამონაყარი გაიხარებს.
იერემია 23:5 — აჰა, დადგება ჟამი, ამბობს უფალი, და აღვუდგენ დავითს მართალ მორჩს; მეფედ იმეფებს და ბრძნულად მოიქცევა; გააჩენს სამართალს და სიმართლეს ქვეყანაში.
იერემია 33:15 — იმ დღეებში და იმჟამად აღმოვუცენებ დავითს ჭეშმარიტ მორჩს და გავაჩენ სამართალს და სიმართლეს ქვეყანაში.
იესო ნავეს სიმბოლური სახელი ზაქ 6:12
ზაქარია 6:12 — უთხარი, ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი: აჰა, კაცი - მორჩია მისი სახელი; თავისი ადგილიდან აღმოცენდება და ააშენებს უფლის ტაძარს.